ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირანგულა
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2013


"კაცი იმედით ცოცხლობს"

ჩვეულ ნომერზე რეკავს (არ წაუშლია ჯერაც,
სახელს რა წაშლის თუმცა...) - "სახლი (ნომერზე) - თეო."
ვეღარც დარდს ახრჩობს რახში და ვერც ვერაფრით რეცხავს...
ორი ბოჩოლა დარჩათ და მოუვლელი ეზო.

_ "რომ მიპასუხოს ახლა, ეჰ... რა იქნება?.. იქნებ?.."
(სახლი მარტოა - იცის, იცის, მაინც კრეფს ნომერს)
- "კაცი იმედით ცოცხლობს", ის კი, დაქცეულ "მირქმებს",
მიჰყვება თითქოს ქვევით და მთვრალ ნაკვალევს ტოვებს.

სიცარიელე ახრჩობს, - გულში ტკივილი - ბასრი,
მოგონებებთან ერთად ზის და გაჰყურებს ეზოს...
"კაცი იმედით ცოცხლობს": _ "იქნებ დაბრუნდა სახლში?.."
- ჩვეულ ნომერზე რეკავს: "სახლი (მეუღლე) - თეო..."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები