ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია შონია
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2013


პეპელა

არ დადგა ჟამი ჩემი პეპლად გადაქცევისა...
სხვის ფრთებს შევნატრი
და ყოველ ჯერზე, როცა ვფიქრობ
-მხოლოდ ეს ფერი აკლია ჩემს ფრთებს,
რომ მეც გავფრინდე
აღმოჩნდება, რომ კვლავ ისეთი უფერული ვარ...
ჭუპრში მჯდომი კი ისევ გარდაქმნის იმედით ვცოცხლობ
ვაგროვებ ფერებს, ემოციებს
იქნებ, როდესმე გამიმართლოს და მოფარფატე პეპელად ვიქცე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები