 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პროზა 28 ივნისი, 2013 |
• გამარჯობათ, როგორ გიკითხოთ? • ვერ ხედავთ ვმუშაობ და ოფლი მდის. • ამბობენ რომ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ?! • არა, მე მხოლოდ შესაძლებლობას ვიძლევი. • თქვენ რა, ჯადოქარი ხართ? • რა გნებავთ? • ახალი ცხოვრება მსურს და ახალი, თუმცა ოცნების ცოლი. • დამიკონკრეტეთ თხოვნა. • გიკონკრეტებთ: მე, მინდა რომ თავიდანვე თამუნაზე ვიყო დაქორწინებული და ჩემი და სალომეს ქორწინება, ბუნებაში საერთოდ არ არსებობდეს ისე, თითქოს არასდროსაც არ არსებულა. • თქვენ, ყველაფრის თავიდან დაწყება გსურთ? • მე, საკუთარ წარმოდგენებში, უკვე ოცი წელია რაც თამუნაზე ვარ დაქორწინებული და ძალიან ბედნიერი გახლავართ. • და ცხოვრების სხვა ელემენტების შეცვლაზე არ გიფიქრიათ, მთლიანობაში როგორი ცხოვრება გსურთ? • არა, არა. მეტი არანაირი ცვლილებები. იგივე სამსახური, იგივე წარმატება, იგივე სახლ-კარი, მოკლედ ყველაფერი იგივე. მე, მხოლოდ თამუნასთან ვიქნები ბედნიერ ქორწინებაში. • მაგრამ თქვენ, განვლილ წლებს მასთან ერთად ვერ გაატარებთ. • არა, არა, ჩვენ ხომ უკვე ოცი წელი ვიქნებით უკვე ქორწინებაში. • კი მაგრამ, თქვენ ხომ მასთან ქორწინებაში არ გიცხოვრიათ? • თქვენ ჯობია მითხრათ რა გავაკეთო ამისთვის? • ეხლა, უკვე მე ვიძლევი აქ კითხვებს, თქვენ კი მპსაუხობთ. • კარგით, მკითხეთ. • სალომე, თქვენი მეუღლეა? თქვენ მასთან ქორწინება არ მოგწონთ? • არა. • რატომ? • მე, უკვე გითხარით. • არა, თქვენ მითხარით, რომ ბედნიერი არ ხართ. მე, დეტალური ინფორმაცია მჭირდება. • მე, სხვა რამეს ველოდი თქვენგან. • იმედგაცრუებული დარჩით, აბა რას ელოდით? • უბრალოდ ვიფიქრე რომ ბედნიერი ვიქნებოდი. • მე, რა ნათლად ვერ განგიმარტეთ რამე. • მე, გარიგების დასადებად მოვედი. • ეს, გარიგების ნაწილია. • მე, არაფერი ვიცოდი ამ ნაწილის შესახებ. კარგით, გეტყვით. როგორ გითხრათ, მოკლედ ჩვენ სექსი არ გვაქვს. • გასაგებია და სულ ეს არის? • ეს რა, ცოტაა? • და რა მოხდა? • რა უნდა მომხდარიყო, აბა მე რა ვიცი ადამიანებს შორის რატომ ხდება ხოლმე ასეთი რამეები? • რა ვიცი, რატომ უნდება უცებ ადამიანს ნაცხოვრები ოცი წლის ახალზე გაცვლა, თანაც ისე, რომ არცკი უცხოვრია იქ? • რაშია იცით საქმე, ერთხელაც იღვიძებ და შენს გვერდში ქალი წევს, ამ დროს კი, გაგებაში არ ხარ რა უნდა მას იქ, რატომ სადილობს შენთან ერთად, ახარჯავ მას ფულს, საკუთარი ცხოვრების კიდევ ერთ დღეს, მაშინ, როდესაც ამ დროის გამოყენება იმ ადამიანის პოვნაზე უნდა დაგეხარჯა, რომელიც შენ გსურს. მე, თავისუფლება მსურს. • არა, თქვენ არა მხოლოდ თავისუფლება გსურთ, რამეთუ თითოეულ ადამიანს საკუთარი თავის განთავისუფლება ძალუძს, თქვენ რეალობის, კიდევ რაღაცით შეცვლა გინდათ. • მე, მხოლოდ ბედნიერი ქორწინება მინდა, რა არის ამაში გასაოცარი? • თქვენ, ორი ათწლეულის ახალ მეუღლესთან გატარება გსურთ ბედნიერ ქორწინებაში ხომ? • დიახ, დიახ. • და მაინც რა მოხდა ისეთი? • ჩვენ, ბედნიერი წყვილი არ ვართ და აღარ გვიყვარს ერთმანეთი. • ღოდის აქეთია? • მე, მას საერთოდ არ ვუყვარდი. • როგორ შეიძლება აღარ გიყვარდეს, თუ საერთოდ არ გყვარებია? • არ ვიცი, როგორ და რატომ, ვერ აგიხსნით. მხოლოდ ის ვიცი, რომ თამუნასთან ერთად მინდა ცხოვრება, ყველა ცხოვრებისეულ რისკებთან ერთად და ნამდვილად აღარაფერს გავაფუჭებ. • შესაძლოა კი, რაიმე გაფუჭდეს? • კი, გაფუჭდება. • რა გავაკეთო იმმისთვის, რომ ბედნიერი ქორწინება მქონდეს? • ნამდვილად იცით ეს რომ გინდათ? • დიახ, დარწმუნებული ვარ. • უმაღლესი განგების მსახური უნდა გახდეთ. • ბატონო? • ღმერთის უნდა იწამოთ! • არა. • ნებისმიერი რელიგიის. • არა, არა, ეს საჩემო არ გახლავთ. • ეს დავალებაა. • ღმერთი, ეს სულელთა ყავარჯენია, მე ის, არ მჭირდება. • მაგრამ თქვენ აქ ხართ. • (ორი კვირის შემდეგ) • ღმერთთან ურთიერთობა არ გამომდის. • ასე მარტივად მიხვედით მაგ დასკვნამდე? • ლოგიკა მარტივია, თუ ღმერთი არ არსებობს, მისი სამსახურიც შეუძლებელია. • გასაგები ლოგიკაა. • მე, ვლოცულობდი, ჩემი სურვილის ასრულებას შევთხოვდი, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ. რაიმე სხვა დავალება მომეცით. • ზენა ძალას ემსახურეთ, გახდით მორწმუნე. • და თუ ღმერთის არ მჯერა? • რა უზენაესი ძალაც არ არსებობს? • ღმერთის რომ ვიწამო, ეს ნიშნავს რომ ნამდვილად გავგიჟდი. • მე, თუ ღმერთის საკუთრება ვიქნები და ის, რაღაც სისულელის გაკეთებას მომთხოვს, მე ამის გაკეთება მომიწევს, რამეთუ მის საკუთრებას წარმოვადგენ. • და რა სისულელე უნდა მოგთხოვოთ ღმერთმა? • უარი ვთქვა საკუთრებაზე, ავაშენო კიდობანი, გავშორდე ცოლს მაგალითად. • თუ ღმერთი მეუღლესთან გაშორებას მოგთხოვთ, ეგებ ამ შემთხვევაში დაჯერებამ აჯობოს? • არა. • თქვენ მგონი იმის სმენა არ მოგწონთ, რაც არ გსიამოვნბეთ. • ვის სიამოვნებს იმის მოსმენა, რაც არ სიამოვნებს? • ახლა გასაგებია, თუ რატომ ვერ იპოვეთ ღმერთი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. წარმატებებს გისურვებ)+ წარმატებებს გისურვებ)+
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|