ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნ ჯ
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2013


პესიმისტური ლექსი

ტიტებს მოგიტან სისხლში ამოსვრილს
კარგად, რომ იგრძნო ჩემი სურნელი
წითელ ვარდებსაც მოგიტან ხვალე
თუ დაგარწმუნებ შენ ჩემს გრძნობებში


შენ კი არც იცი, როგორ მიყვარხარ
მთელი სხეულით და გამოხედვით
კარგად კი ვიცი რომ ჩემი გრძნობა
უიმედოა და განწირული

მაგრამ იმედი, ხომ ბოლოს კვდება
რავიცი, თურმე ასე ამბობენ
მეც იმედი მაქვს რომ ერთხელ მაინც
გუილთ მიიღებ ჩემს წითელ ტიტებს


მაშინ, კი როცა ეს დღე დადგება
რომ ჩაიხუტებ გულში ყვავილებს
წითელ ტიტებსაც იყიდი ალბათ
და ჩემს საფლავზე ტირილს დაიწყებ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები