ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანგო
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2013


მინდა

მინდა ცრემლი შევუმშრალო
          საქართველოს მდინარე,
სიყვარულით შევიყვარო
          ცოდან გადმომდინარე.
მოვეფეროთ გავიხსენოთ,
        თამარი და ილია,
სად ამათი საფლავები
          ქართველივით თბილია.
შუშანიკი- გოგონები,
          გორგასალი- ბიჭები,
სამშობლოს და უფლისათვის
          ბრძოლაში გავიჭრები!
სევდიანი პატრიარქი
          გავახარო სიკეთით.
დაღუპული წინაპრები,
          ლექსით ვაქო, სიმღერით!
რძე ძუძუში არ დაუშრეს
          დედასა და ნიკორას,
ჯამი ღვინო შევთავაზო
          მართალ პაპა ნიკალას.
მინდა ცრემლი შევუმშრალო,
          საქართველოს მდინარე,
სიყვარულით შემიყვაროს,
          ციდან გადმომდინარე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები