ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა
ჟანრი: პროზა
3 ივლისი, 2013


დღეს..ხვალ?

  სანამ ბავშვი დაკაკუნებას მოასწრებდა, ანამ კარი გამოაღო და ღიმილიანი მზერა შეაგება.
  -დეე? ფანჯრიდან დამინახე? საჭმელი რა გვაქვს? დღეს რა გიჟობა იყო, იცი?! ქართულის მასწს კარი ჩავუკეტეთ და სანამ არ აკივლდა,  გარეთ ვაყურყუტეთ. ძაან გაბრაზდა.
-ელე...ელენე, ხომ შევთანხმდით?
-კარგი რაა! მე შემომეშვა?  „შკოლნიკს“ და გველაძუას დამიძახებდნენ მერე.
-სადილი მაგიდაზეა.
  ფანჯარა გამოაღო, სიგარეტს მოუკიდა და შოთას ნომერი აკრიფა. გვიანობამდე ვერ მოვალო. ისევ!
  -დეე, ნაყინზე ჩახვალ?
  -გამარჯობა, ანა, როგორ ხარ? ბავშვი როგორ გყავთ? ცელქობს არა, ჩვენებივით?! ჰოო, რას ვიზამთ?! აბა ჰე, შენ იცი.
  -აი, ეს ნაყინის აიღეთ. რა? არა, მეტი არაფერი. ნახვამდის.
დღე იყო წყნარი, ნელთბილი.
-როგორ მომაბეზრა თავი ამ ყველაფერმა. გზადაგზა მიმოძახილი „გამარჯობები“, „მადლობები“, „როგორხარები“ და მჟავე ღიმილები...ნეტავ შემეძლოს ერთხელაც უკანმოუხედავად წავიდე...მათგან შორს. ამოვალაგო ვალდებულებები ჩემი მძიმე ზურგჩანთიდან და ხეტიალში გავლიო ცხოვრება-ჩემი წილი ბედნიერება  ჩემში ჩავიხვიო, არავის ვუწილადო...
-ოო, ხო იცი რო ესეთი არ მიყვარს?! მერე რა, იქითა მაღაზია არ მუშაობდა? ეე!
-არა, გამაგიჟებს! თან დედას მეძახის და თან მონასავით მექცევა. ნეტაც ჩემი შვილი რომ იყოს, მაშინ...არა, ის შოთას შვილია, მე კიდევ შოთა მიყვარს!და თან...დედას მეძახის! ასაკი აქვს ასეთი და ალბათ ასეც უნდა იყოს...როგორ დავიღალე.
-დეე, წავედი მე ეზოში!
  მეორესაც მოუკიდა. არა და, რა მღელვარე და მიმზიდველი იყო ზღვა. როგორ ელავდა, ლურჯად, რა ანცად ეცეკვებოდა შორს, თბილი ქვეყნებისკენ მიმავალ, მაწანწალა გემებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები