ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2013


დედაჩემო

მე ყველაფერს მაბრალებენ დედაჩემო.
"დაკვირვებით იცხოვრეო" მეუბნები,
ან ვაითუ ვერ გაგეხსნე, ვერ გაჩვენო
სულის კეთრზე დადებული სალბუნები...

დედაჩემო მე 2 ქვაც აღარ შემრჩა,
ჩემი ხატის ადამიანს ვერც შეხვდები.
და როდესაც ჩემს უპეებს დააჩერდა
დედაჩემი, წელში მოხრით...გახევებით...

არცერთ კჲთხვას აღარ მისვამს ვინც მე მშობა.
სახლშიც თავის ადგილზეა ყველაფერი.
ცოტა უფრო რომ მეცადა, რომ მეშრომა...
უფრო მეტად, უფრო მეტი ხელაღებით...

მე ყველაფერს მაბრალებენ დედაჩემო...
ჩემმა კანე კორსომ იცის დანარჩენი...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს