 | ავტორი: ელენა ჟანრი: პროზა 8 ივლისი, 2013 |
სატელეფონო გამოკითხვა ხუთი საათისთვის დასრულდა. ცრიდა და ღამდებოდა.ციოდა.ქუჩებში სამსახურებიდან სახლებისაკენ მიჭყაპუნებდნენ ადამიანები.ისიც ადამიანი იყო და თან ყველაზე ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული. მასაც ჰქონდა თავისი ადგილი, სადაც შეეძლო წაჭყაპუნებულიყო და საკუთარი თავისთვის ემასპინძლა. ცრიდა და მზეს ეძინა. ისიც საშინლად დაიღალა და ამიტომ გამოკითხვის შეჯამებისთანავე წავიდა. მის დაუმშვიდობებლად წასვლას არავინ შეუწუხებია. მარტო მზერა გამოაყოლეს. თემ ა იყო ისეთი, მწარედ რომ აგიწევს ტუჩის კუთხეს-თავისუფლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში-ჰმ...მოკლედ პასუხობდნენ ან საერთოდ უთიშავდნენ ყურმილს. არავის ეცალა ასეთ არასაყოფაცხოვრებო თემაზე ფიქრისთვის. მოკლედ ეს გამოკითხვაც უაზრო და უმიზნო ფაფხური აღმოჩნდა. რას იზამ, ჟურნალს შევსება ხომ უნდა?! ცარიელ ფურცლებში არავინ იხდის. დღეისთვის საქმე აღარ ჰქონდა. როგორმე უნდა გაეყვანა დრო. ფილმს უყუროს თუ წაიკითხოს რამე? ამმ, არა, ალბათ ისევ დაიძინებს! ოღონდ წამლის დალევა მოუწევს ძილისწინა ფიქრების გადავადებისათვის. და საერთოდაც მობეზრდა ამდენი ფიქრი! რაში არგია? მისი საქმეა რაღაც-რაღაცების გამოკითხვაა და მორჩა. მეტი მისგან არც არავის სჭირდება რამე და არც თვითონ შეიწუხებს თავს ზედმეტად. სველ ასფალტზე, მაღაზიასთან, ქეციანი ძაღლი დასუნსულებდა და იქვე, კუთხეში ჩაძინებულ პატარა ხელგამოწვდილ გოგოს სუნავდა. გოგოს იღლიაში ფუნთუშა ჰქონდა ამოჩრილი და ეტყობა იმის წართმევაზე ჩალიჩობდა. ბრრრ, ციოდა! არ ეჩქარებოდა, მიაბიჯებდა და ითვლიდა: ერთი, ორი, სამი...ნაბიჯებს. უყურებდა ადამიანების მოწყენილ სახეებს და ცდილობდა გაეღიმა, თავისი თავი რომ ეგრძნო როგორმე, მოეხელთებინა რამე ემოცია, ღრმად ივსებდა ფილტვებს ჰაერით და ფეხს უჩქარებდა, მაგრამ... ისევ ცრიდა და ისევ ციოდა. ღამდებოდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ჩალიჩობდა-ცდილობდა. არ უნდა ეყვირა , წესით :))) ჩალიჩობდა-ცდილობდა. არ უნდა ეყვირა , წესით :)))
4. ესეც მომეწონა. კარგია. არ შეწყვიტო წერა, განწყობას მშვენივრად გადმოსცემ. შობას გილოცავ.
5. ესეც მომეწონა. კარგია. არ შეწყვიტო წერა, განწყობას მშვენივრად გადმოსცემ. შობას გილოცავ.
5.
3. ისე ცრიდა და ისევ ციოდა, ღამდებოდა.. პატარა გოგოს ისევ ეძინა?! რა უგულოები არიან, არ შეიცოდეს პატარა. ისე ცრიდა და ისევ ციოდა, ღამდებოდა.. პატარა გოგოს ისევ ეძინა?! რა უგულოები არიან, არ შეიცოდეს პატარა.
2. მზეს რომ ეძინა, ეგ, თუ რა ვიცი.
,,ჩალიჩობდა,,-მ საშინლად იყვირა. მზეს რომ ეძინა, ეგ, თუ რა ვიცი.
,,ჩალიჩობდა,,-მ საშინლად იყვირა.
1. ცრიდა და ღამდებოდა, ცრიდა და მზეს ეძინა.
თუ ღამდებოდა....
უკეთესის მოლოდინით ;0 ცრიდა და ღამდებოდა, ცრიდა და მზეს ეძინა.
თუ ღამდებოდა....
უკეთესის მოლოდინით ;0
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|