 | ავტორი: შენი ლუ ჟანრი: პროზა 5 ივლისი, 2013 |
მზე ამოსულიც არ იყო ნინია, რომ საქმეს შეუდგებოდა ხოლმე. თეთრი კოპლებით მორთული თავშლიდან ჭაღარა თმა მოუჩანდა. უღრუბლო ცასავით ნათელი თვალებით სითბოს უხვად ურიგებდა ყველას, მაგრამ როცა განმარტოვდებოდა მოიღრუბლებოდა და დიდხანს, გადაუღებლად წვიმდა. მთელი დღის შრომის მერე საღამოს ქმრის სურათთან ჩამოჯდებოდა და არავინ იცოდა რა ფიქრები ტრიალებდნენ მის გონებაში. სოფელში ხშირად გაიგონებდით ნინიას ქებას. მუდამ სხვისი დამხმარე ქალი თავისას მიატოვებდა და სხვისი გულისთვის ქარსა თუ წვიმაში ანცი ბავშვივით მირბოდა შარაზე. ზაფხულს სიცოცხლის სეზონს ეძახდა. უყვარდა ეზოში მორბენალი შვილიშვილების დანახვა და ტკბილი ბებია კრუხივით დაჰკანკალებდა თავს. ერთ ზაფხულს წყაროდან, რომ მოვდიოდი ქალების საუბარი მომესმა. -მეოცნებე და სულელი, რომ იყო მაგას თქმა რათ უნდა?! ამპარტავანი! იცი რას ამბობდა ხოლმე? მეო ისეთ ბიჭს უნდა გავყვე და ისეთი სახლი ჰქონდეს იატაკზე ფეხს, რომ დავკრავ ერთი ოთახიდან მეორეში სრიალით მივიდეო. არ იყო სულელი ვითომ? უყაროს ახლა ბედს კაკალი და ისრიალოს. -ქოთქოთებდა ხანშიშესული ქალი და რაღაცას გამალებით ქსოვდა. -ჩუ ქალო, ჩუ! ყველას უყვარს ნინია, ენა როგორ გიბრუნდება? -უპასუხა მეორემ წყენით და სახლისკენ გასწია. არასოდეს გამეგონა ნინიაზე ცუდი ეთქვას ვინმეს და მთელი ღამე არ დამეძინა. დილით მისი სახლისკენ გავეშურე. -ნინია ბებია... -გაისმა ჩემი ხმა ეზოში და კარიც მყისვე გააღო ჩვეული თბილი ღიმილით. -მოდი ბებია, მოდი. -ხელი მომხვია და ოთახში შევედით. -ხო არის მშვიდობა? რამ შეგაწუხა ასე ადრიანად? -კი მშვიდობაა. თქვენები არ ჩამოსულან? -არა შვილო. არ სცალიათ მაგათ, სწავლობენ ბავშვები და... -სიტყვა შეუწყდა. ვიგრძენი როგორ გადაირბინა მის სახეზე ტკივილმა, მე კი უხერხული კითხვის გამო ლოყები ამიწითლდა. -კომპოტს ხომ დალევ? -თემა გამიტანა უცებ და ჭიქის მოსატანად გავიდა. ვხვდებოდი რაღაც საიდუმლოს მალავდა და ისე მსურდა მისი გაგება, რაღაც ჭიასავით შემიჩნდა და არ მასვენებდა. კომპოტი დავლიეთ ერთად, ამინდებზე და ათას რამეზე ვისაუბრეთ, ქალაქის ამბებიც გამომკითხა და წასვლისას პირობა დამადებინა, რომ ხშირად ვესტუმრებოდი. მართლაც მთელი ზაფხული ნინია ბებოს ჭიშკრიდან იწყებოდა დილა და კაკლის ჩრდილში ჩამომსხდრები ვყვებოდით მთისას და ბარისას. მაოცებდა ამ მოხუცი ქალის ენაკვიმატობა. ის საუბრობდა ყველაფერზე, თუმცა სიყვარულზე არასოდეს, მაგრამ შვილებზე და შვილიშვილებზე საუბრისას ისე უთბებოდა ხმა, რომ ვნატრობდი ჩემი ალალი ბებია იყოს და ასე ძალიან ვუყვარდე მეთქი. ზაფხულიც მიიწურა და თბილისში უნდა დავბრუნებულიყავი. წასვლის წინა დღეს ისევ ვესტუმრე ნინიას, რომ ვუთხარი მივდივარ მეთქი, თვალები ცრემლით აევსო. ტახტზე დამსვა, გვერდით მომიჯდა, ჩემი ხელები თავისაში მოაქცია და ასე უხმოდ ვისხედით დიდხანს. სიჩუმე ისევ თავად დაარღვია. -მომავალ ზაფხულს ხომ ჩამოხვალ შვილო? -ჩამოვალ ალბათ, თუ არადა თქვენები გესტუმრებიან და უჩემობას ვერც იგრძნობთ. -ვუთხარი და გამომცდელად დავაკვირდი მის სახეს. -შენ საკუთარი ადგილი გაქვს ჩემს გულში უკვე და ისინი ამ ადგილს ვერ შეავსებენ. გახსოვდეს ეს და მე დაველოდები მომავალ სიცოცხლის სეზონს. -შუბლზე მაკოცა და წამოდგა. დიდხანს იდგა ჩემგან ზურგშექცევით და ქმრის სურათს უყურებდა. როდესაც შემობრუნდა მისი სახე სულ სხვაგვარი მომეჩვენა, თითქოს ტკივილები ტალღებად აიშალნენ და ზღვასავით ღელავდნენ მის თვალებში ჩამდგარი ცრემლები. -გცალია, რომ მომისმინო? ჩემს ცხოვრებას გიამბობ. რაზეც არავისთან მისაუბრია. ჩემს ცხოვრებას ფარდის აქეთ და იქით. იქნებ შენ მომავალში სასიკეთოდ წაგადგეს. არ მოველოდი ამ სიტყვებს. მივხვდი იმ საიდუმლოს გავიგებდი, რომელმაც ამ სახლის ჭიშკართან მომიყვანა და ახლა თითქოს არც მსურდა მისი მოსმენა. მეშინოდა... ალბათ იმის, რომ ჩემს თვალში ღვთისმშობელის მსგავსს ზეციურ მადლს დაუკარგავდა, მაგრამ ცდუნებამ თუ არ ვიცი რამ უარი არ მათქმევინა მის მოსმენაზე. -გისმენ ბებია. ნინია ჩემ გვერდით, კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა და წარსული წიგნივით გადაშალა ჩემს თვალწინ. -შენს ასაკში იმდენი ოცნება მქონდა მეგონა მთებს გადავდგამდი. სკოლა, რომ დავამთავრე ერთმა ბიჭმა მთხოვა ცოლობა, მაგრამ მე ვიუარე. თუმცა ძალიან მიყვარდა მის გვერდით ჩემს ადგილს ვერ ვხედვდი მაინც, რადგან ის ღარიბი იყო, მე კი მინდოდა ყველაფერი მქონოდა. სასწავლებლად ქალაქში წავედი. კითხვა მიყვარდა და არც მთლად უჭკუო ვიყავი. სწავლა, რომ დავამთავრე სამუშაო ვერ ვიშოვე. ახლა კიდევ იოლია შვილო, მაშინ უფრო ჭირდა ცხოვრება.სოფელში დავბრუნდი. ვუვლიდი ოჯახს, ძმისშვილებს და ველოდი ისევ იმ ადამიანს ამ სიდუხჭირისგან, რომ დამიხსნიდა. მრავალი ბიჭი გატრიალდა ჩემი სახლიდან უარით. ასე მივაღწიე 32წლამდე და სოფელიც, რომ ჩემს გათხოვებაზე, ოჯახიც აქაო და თავი გვეჭრებაო, დავყევი მათ ნებას, აღარც იყო არჩევანის დრო და ცოლად გავყევი ერთ კაცს, რომელიც ყველაფრით ნაკლები იყო ჩემს უარით გასტუმრებულებზე. თუმცა ბედის ურჩობას აზრი აღარ ჰქონდა. კარგი ოჯახის ქალი ვიყავი, ქმარსაც თავს ვევლებოდი, მომსვლელსაც და წამსვლელსაც. შვილებს სულ ქალაქზე და ქალაქურ ცხოვრებაზე ვესაუბრებოდი. მინდოდა მათ ეცხოვრათ ისე მე, რომ არ მეღირსა. სოფლად ყოფნა დიდი გარჯაა, სულ შრომა და დახეთქილი ხელები. არ მემეტებოდნენ ჩემი ნებიერები ამ ყველაფრისთვის. ქმარი მიბრაზდებოდა ნუ უტენი ტვინს ამდენი სისულელითო. მე ჩემსას არ ვიშლიდი, რომ წამოიზარდნენ ქალაქში გავუშვი სასწავლებლად, მაგრამ მერე და მერე ქმრის სიტყვები ექოსავით ამომძახებდნენ ხოლმე: "გაზარდე ასე თავნებები დda პატივმოყვარეები. ქალაქი არა?! გლეხის შვილი გლეხის შვილად დარჩება და სოფელშია მისი ადგილი. ქალაქი გააფუჭება და გააციებს მათ გულებს. მე შენსავით ნაკითხი არ ვარ ჩემო ნინია, მაგრამ ცხოვრება ვიცი მე, შენ კი წიგნის იქით ცხვირი არ გაგიყვია." ასე მსაყვედურობდა მუდამ. ვერ ვხვდებოდი, რომ შვილების ასე აღზრდით ჩემს მარტოობაზე ვაწერდი ხელს. "ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო." ვუმეორებდი ხოლმე, მაგრამ ამის მეტი არაფერი მისწავლებია ვითომ, მარტო თავო და თავო, რომ დაიმახსოვრეს?! ჩემი ქმარი სანამ ცოცხალი იყო ვერ ვგრძნობდი სიმარტოვეს, მერე დამტოვა და მივხვდი შვილებს მივიწყებული ვყავდი. ცხოვრობენ ახლა მდიდრულად და ეთაკილებათ სოფლელი დედის სტუმრობა. თავად მეწვევიან ხოლმე ხანდახან ზაფხულში რამდენიმე დღით და მიხარია მე უბედურს მეზობლების დასანახად გაღებული შვილების სიკეთე. -ამოიოხრა და თითქოს მთელი სევდა ამოაყოლაო ისე გადაეწმინდა სახე, წლების ნაგროვები უთქმელი სიტყვებისგან. -სიტყვა გამიგრძელდა ბებია და მოკლედ დავასრულებ. ოცნებებზე ნუ ააგებ ცხოვრებას. სულერთია ქალაქი იქნება თუ სოფელი, მთავარია გვერდით ვინ გყავს და თოვლივით სპეტაკი უნდა იყო. კი თოვლიც დნება, მაგრამ ხომ მოთოვს კიდევ? გიყვარდეს და მთლად ცულის ტარზე ვერ დაეტევით, მაგრამ პატარა ბუდე კი გექნება შენი. ფრენასაც ასწავლი ბარტყებს, მაგრამ ისე არა, რომ სახლის გზა დაავიწყო. სადაც არა ვართ კარგი გვგონია, ასეა მუდამ... ახლა კი წადი სახლში, ხვალ უნდა იმგზავრო და დასვენება გჭირდება. მომავალ წელს შევხვდებით. ჩამიხუტა და დიდხანს ვტიროდით. მეშინოდა ვაი თუ ვეღარ მენახა მეტად. დაღონებული დავბრუნდი სახლში და მთელი ღამე ნინიას კეთილი თვალები მესიზმრებოდა. სექტემბერმა და ქალაქის რიტმმა თავისი გgaიტანა. ხშირად ვეღარ ვეხმიანებოდი. ერთ დღესაც, რომ დავურეკე მეზობელმა მიპასუხა, ნინია აღარ არისო. ჩემთან დაუბარებია ჩემი საკუთარი შვილიშვილია ეგ და არ დაავიწყდეს თავისი ბუდის აშენებაო. დიდხანს დავტიროდი ალალ ბებიაზე არანაკლებ საყვარელ მოხუცს და ახლა, როცა ჩემი ბუდის შენებას ვიწყებ მისი კმაყოფილი ღიმილი მელანდება და სადღაც შორიდან მესმის მისი ხმა: "მთლად ცულის ტარზე ვერ დაეტევით, მაგრამ პატარა ბუდე კი გექნება შენი." მერე კი თითქოს უფრო შორიდან მეძახის "სახლის გზა არ დაავიწყო, სახლის გზა."
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მომეწონა..რაღაცნაირი თბილი ნაწარმოებია...ჩემი ბებო მომანატრა უფრო...1 წელია არ მინახავს :(
მომეწონა..რაღაცნაირი თბილი ნაწარმოებია...ჩემი ბებო მომანატრა უფრო...1 წელია არ მინახავს :(
19. რამდენი არ მქონია წაკითხული რამდენი არ მქონია წაკითხული
18. თამთ, *) მუხა, იხარე ჩემო კეთილო. თამთ, *) მუხა, იხარე ჩემო კეთილო.
17. ძალიან მომეწონა, შინაარსობრივად ძალიან კეთილი და სასიამონო წასაკითხია, საოცრად დადებითი ემოცია მოდის საეღტოდ ამ ავტორის ნაწარმოებიდან, სუფთა კრისტალური პიროვნებაა ეტყობა. ძალიან მომეწონა, შინაარსობრივად ძალიან კეთილი და სასიამონო წასაკითხია, საოცრად დადებითი ემოცია მოდის საეღტოდ ამ ავტორის ნაწარმოებიდან, სუფთა კრისტალური პიროვნებაა ეტყობა.
16. თბილი ნაწერია..მოხიბლული ვარ ბევრი+++++++++++++ ჩემგან თბილი ნაწერია..მოხიბლული ვარ ბევრი+++++++++++++ ჩემგან
15. ქალბატონო ია ) ესიამოვნეთ ლუს : ) მადლობა ყურადღებისთვის:* ქალბატონო ია ) ესიამოვნეთ ლუს : ) მადლობა ყურადღებისთვის:*
14. სად დამეკარგე ლუ? კარგი გოგო ხარ, თბილია შენი ნაწერები და გულშიჩამწვდომი სად დამეკარგე ლუ? კარგი გოგო ხარ, თბილია შენი ნაწერები და გულშიჩამწვდომი
13. თენგო ასევე... ჟოზეფინა, დიდი მადლობა შენ.. წარმატებები ორივეს თენგო ასევე... ჟოზეფინა, დიდი მადლობა შენ.. წარმატებები ორივეს
12. როდესაც ადამიანია ისეთი,როგორიც ლუ, გეხუჭინება თვალი მის შემოქმედებაში გაპარულ პატარ-პატარა ლაფსუსებზე :) რაც მთავარია წერს სადად, ისე რომ წასაკითხად ძალიან სასიამოვნოა...პირდაპირ გულთან მიდის და ა.შ + როდესაც ადამიანია ისეთი,როგორიც ლუ, გეხუჭინება თვალი მის შემოქმედებაში გაპარულ პატარ-პატარა ლაფსუსებზე :) რაც მთავარია წერს სადად, ისე რომ წასაკითხად ძალიან სასიამოვნოა...პირდაპირ გულთან მიდის და ა.შ +
11. +2
წარმატებები ;) +2
წარმატებები ;)
10. ნუცა, მადლობა შენ ძვირფასო*) საბა, : ) აქ არაფერს გეტყვი. დიახაც და ისა.. დუმბო:) :* ნუცა, მადლობა შენ ძვირფასო*) საბა, : ) აქ არაფერს გეტყვი. დიახაც და ისა.. დუმბო:) :*
9. პაატა) ღიმილით ჩავიკითხე შენი კომენტარი) მე არც პროზაიკოსობის ამბიცია მაქვს, არც პოეტობის, ალბათ ამიტომ დაწერა საბამ ასე) და თავადაც იცოდი ეს, დაგავიწყდა ალბათ) და თუ კრიტიკულად გინდა არ მეკუთვნის 5ქულა ეგეც იცი) მადლობა, რომ წაიკითხე. გაფასებ და მიყვარხარ:) პაატა) ღიმილით ჩავიკითხე შენი კომენტარი) მე არც პროზაიკოსობის ამბიცია მაქვს, არც პოეტობის, ალბათ ამიტომ დაწერა საბამ ასე) და თავადაც იცოდი ეს, დაგავიწყდა ალბათ) და თუ კრიტიკულად გინდა არ მეკუთვნის 5ქულა ეგეც იცი) მადლობა, რომ წაიკითხე. გაფასებ და მიყვარხარ:)
8. მთლიანობაში მომეწონა. თუმცა, დასაწყისის პირველ აბზაცში სიტყვათა დაგროვებაა. ორჯერ გამოყენებული "ხოლმე" მოჭარბებულად უხეშად ისმის ყურში. კარგი იქნება თუ ავტორი გაითვალისწინებს და მეორე "ხოლმეს" მოაშორებს.
რაც შეეხება საბა აფხაზის კომენტარს, გამოვეხმაურები და ვიტყვი, რომ: მეგობარო, თუ სწორ კრიტიკას არ მოუსმენს და არ გაითვალისწინებს ავტორი, მაშ რაღა აზრი აქვს აქ ნაწარმოების გამოქვეყნებას ?
კრიტიკა ყველა ნაწარმოებს ჭირდება და თანაც წყალივით, ოღონდ ნამდვილი კრიტიკა :) და არა ლანძღვა და თათხვა. ეს ორი რამ ერთმანეთისგან დიდად განსხვავდბა.
ნაწარმოებს კი 5 ქულა ჩემგან :) მთლიანობაში მომეწონა. თუმცა, დასაწყისის პირველ აბზაცში სიტყვათა დაგროვებაა. ორჯერ გამოყენებული "ხოლმე" მოჭარბებულად უხეშად ისმის ყურში. კარგი იქნება თუ ავტორი გაითვალისწინებს და მეორე "ხოლმეს" მოაშორებს.
რაც შეეხება საბა აფხაზის კომენტარს, გამოვეხმაურები და ვიტყვი, რომ: მეგობარო, თუ სწორ კრიტიკას არ მოუსმენს და არ გაითვალისწინებს ავტორი, მაშ რაღა აზრი აქვს აქ ნაწარმოების გამოქვეყნებას ?
კრიტიკა ყველა ნაწარმოებს ჭირდება და თანაც წყალივით, ოღონდ ნამდვილი კრიტიკა :) და არა ლანძღვა და თათხვა. ეს ორი რამ ერთმანეთისგან დიდად განსხვავდბა.
ნაწარმოებს კი 5 ქულა ჩემგან :)
7. ლუ :* არ უსმინო შნე არც ერთ კრიტიკოსსს, არც მე. შენ ძალიან თბილად და კარგად წერ დ ამე ვიცი არიან ადამიანები ვისაც ძალიან უყვარხარდ ა გაათბობს ხოლმე შენი ნაწერი. კრიტიკოსებმა კიდევ ილაპარაკონ ცივად და გულსიქით... ალბათ ვერცერთი მათგანი ვერსადროს გაიგებს, რაზე წერ ხოლმე შენ სინამდვილეში. ლუ :* არ უსმინო შნე არც ერთ კრიტიკოსსს, არც მე. შენ ძალიან თბილად და კარგად წერ დ ამე ვიცი არიან ადამიანები ვისაც ძალიან უყვარხარდ ა გაათბობს ხოლმე შენი ნაწერი. კრიტიკოსებმა კიდევ ილაპარაკონ ცივად და გულსიქით... ალბათ ვერცერთი მათგანი ვერსადროს გაიგებს, რაზე წერ ხოლმე შენ სინამდვილეში.
6. "თავად მეწვევიან ხოლმე ხანდახან ზაფხულში რამდენიმე დღით და მიხარია მე უბედურს მეზობლების დასანახად გაღებული შვილების სიკეთე." << რა დიდი ტკივილია ჩატეული ამ ერთ წინადადებაში... შენი სითბო დაჰკრავს ამ ნაწერს, ჩემო..:* +++++ "თავად მეწვევიან ხოლმე ხანდახან ზაფხულში რამდენიმე დღით და მიხარია მე უბედურს მეზობლების დასანახად გაღებული შვილების სიკეთე." << რა დიდი ტკივილია ჩატეული ამ ერთ წინადადებაში... შენი სითბო დაჰკრავს ამ ნაწერს, ჩემო..:* +++++
5. დიდი მადლობა თქვენ, რომ დრო დამითმეთ. ნათია, გამყვება მაგ სიტყვების სითბო. მადლობა კიდევ... დიდი მადლობა თქვენ, რომ დრო დამითმეთ. ნათია, გამყვება მაგ სიტყვების სითბო. მადლობა კიდევ...
4. "სახლის გზა არ დაავიწყო, სახლის გზა."
ოქრო-გოგო ხარ შენ, ჩემო ლუ ) "სახლის გზა არ დაავიწყო, სახლის გზა."
ოქრო-გოგო ხარ შენ, ჩემო ლუ )
3. აქ იყო პილიგრიმი. +5 აქ იყო პილიგრიმი. +5
2. კი თოვლიც დნება, მაგრამ ხომ მოთოვს კიდევ? კი თოვლიც დნება, მაგრამ ხომ მოთოვს კიდევ?
1. სახლის გზა არ დაავიწყო,სახლის გზა... კარგი იყო ძალიან,დიდი სითბო და ასევე დიდი გულისტკივილი ჩანს სახლის გზა არ დაავიწყო,სახლის გზა... კარგი იყო ძალიან,დიდი სითბო და ასევე დიდი გულისტკივილი ჩანს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|