 | ავტორი: ნუნუ ჟანრი: პროზა 5 ივლისი, 2013 |
მე მიყვარს პირველი თოვლი ჩანახატი ცა ჯერ კიდევ ბინდისფერია, კარგად არც გათენებულა. ლამპიონები ისევ ანთია. ფანჯრიდან ეზოს გავხედე, უნებურად შევყვირე- თოვლი მოსულა! ბავშვივით მიხარია. პირველი თოვლი რატომღაც განსაკუთრებით მიყვარს, რაღაც უჩვეულო განწყობას მიქმნის. გარშემო ენით აუწერელი სილამაზეა, თავი ზღაპრულ სამყაროში მგონია. ღამეული ცა, ირგვლივ მდუმარება, ვუცქერ ლამპიონებიდან არეკლილი სინათლის სხივები როგორ ეცემა მარგალიტივით ჩამოსხმულ ფანტელებს და კიდევ უფრო მეტ ბრწყინვალებას მატებს მას. თოვლის სილამაზე ხეებთან ერთად აღიქმება. თეთრ სამოსელში მორთული ხეები ერთმანეთს ჩახუტებიან, თოვლის სიმძიმისაგან თავები დაუხრიათ და თითქოს უხმო დუმილით შესჩივიან, თუ შეჰხარიან ერთმანეთს სამყაროს ავსა თუ კარგზე, სიკეთესა თუ ბოროტებაზე. ბროწეულის ხე -სუსტი და უღონო ვერ უძლებს სიმძიმეს თოვლისას, ტოტებით ლამის მიწას ეხება, მაგრამ მაინც უხარია, რადგან მონაწილეა ამ საერთო სილამაზისა. ბლის ხე თავისი ვეებერთელა ტოტებით გადაფარვია ბროწეულს, რათა ააცილოს სიმძიმე და თავის მხრებზე იტვირთოს იგი, რადგან იცის რომ თვითონ ძლიერია და გაუძლებს. აგერ პატარა ბეღურა, ჩარჩენილა თოვლიან სივრცეში. ხეებს უტრიალებს, რომ დასკუპდეს ზედ, მაგრამ ამაოდ. ტოტი არ სჩანს თოვლისგან. ხემაც იგრძნო ბეღურას გასაჭირი, ფრთების ფრთხიალმაც გამოაფხიზლა და წვრილი ტოტი შეარხია, ჩამოყარა თოვლის ნაწილი, რათა მიიღოს პატარა ბინადარი. დასკუპდა ბეღურა ტოტზე, პაწაწა ფეხებით გაქექა თოვლი და მოკალათებული შეუერთდა ამ საერთო სილამაზეს. ფანჯარას ვერ ვცილდები. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს თეთრ ლაბირინთში ვარ მოქცეული. ვუცქერ ცის გუმბათიდან უხვად წამოსული თოვლის ფანტელები როგორ ეშვება და ეფინება მიწას. ძალიან ლამაზი სანახავია. მიყვარს ფეხდაუდგმელი , სპეტაკი თოვლი. დილით გამოხვალ გარეთ , გაივლი, მერე უკან მოიხედავ, დააკვირდები შენს ნაკვალევს, სუფთაა და კრიალა, ოო, როგორ გსიამოვნებს ამის ცქერა?! უკვე თენდება. ამ გალიბრულ სიჩუმეში ჩვილი ბავშვის ტირილი გაისმა. ამ ხმამ კი არ დაარღვია რიჟრაჟის მყუდროება, პირიქით, უფრო გააცოცხლა, გაახალისა და თანაც სრულყო ჰარმონია ბუნებისა. როგორ ჰგავს ფეხდაუდგმელი თოვლი ჩვილი ბავშვის სპეტაკ სულს, რომელსაც ზოგჯერ ცხოვრების მსახვრალი ხელი ჯერ ფერს შეუცვლის, მერე თანდათან აატალახებს და ბოლოს სულაც გაადნობს. პირველი თოვლი მაინც ძალიან ლამაზია, ძალიან მშვენიერია. მე მ იყვარს პირველი თოვლი. 9 იანვარი 2011 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ჩანახატი მომეწონა. ისე ლამაზად აღწერს, რომ მონატრება ვიგრძენი ზამთრის. ჩანახატი მომეწონა. ისე ლამაზად აღწერს, რომ მონატრება ვიგრძენი ზამთრის.
5. კარგი იყო გაგრილება ) კარგი იყო გაგრილება )
4. ზაფხულის სიცხეში განსაკუთრებით მომეწონა თოვლი! გავგრილდისავით... :)))))) 5 ზაფხულის სიცხეში განსაკუთრებით მომეწონა თოვლი! გავგრილდისავით... :)))))) 5
3. ლამაზი ჩანახატია. მომეწონა55555 ისე ლამაზად დახატეთ ზამთარი, რო ამ ცხელ ზაფხულში დაბრუნება აღარ მომინდა. მეც მიყვარს პირველი თოვლი. ლამაზი ჩანახატია. მომეწონა55555 ისე ლამაზად დახატეთ ზამთარი, რო ამ ცხელ ზაფხულში დაბრუნება აღარ მომინდა. მეც მიყვარს პირველი თოვლი.
2. საყვარელი და თბილი ადამიანი მოსჩანს ავტორში და მომწონს მე ეს სითბო ^_^ გულ_წრფელი ჩანახატია))
"ფანჯრიდან ეზოს გავხედე, უნებურად შევყვირე- თოვლი მოსულა! ბავშვივით მიხარია." << აქ გამეღიმა და ღიმილით ჩავიკითხე მერე ბოლომდე)** საყვარელი და თბილი ადამიანი მოსჩანს ავტორში და მომწონს მე ეს სითბო ^_^ გულ_წრფელი ჩანახატია))
"ფანჯრიდან ეზოს გავხედე, უნებურად შევყვირე- თოვლი მოსულა! ბავშვივით მიხარია." << აქ გამეღიმა და ღიმილით ჩავიკითხე მერე ბოლომდე)**
1. ჩემო კარგო მკითხველებო ამ ცხელი ზაფხულიდან წამიერად ცივ, მაგრამ ლამაზ ზამთარში გადავინაცვლოთ. ჩემო კარგო მკითხველებო ამ ცხელი ზაფხულიდან წამიერად ცივ, მაგრამ ლამაზ ზამთარში გადავინაცვლოთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|