და აკანკალებს ყავის ფინჯანს ხელის შეხება, ან დილა, ისევ სიგარეტის ფერფლზე დამწვარი. ხილულს (რატომღაც) უნდა, მაგრამ თვალი ვერ ხედავს, ხოდა, შუადღეს შეგრძნებების დასტა აწვალებს.
ღამე ორპირი.- ეწებება სხეულით ზეწარს, რომ მერე ეზო შეეზარდოს ტერფებს ბალახით, მთვარე უღრუბლოდ და ნიავი ფიქრებთან ერთად და, სიზმრებივით, ყველაფერი ასჯერ ნანახი.
თვალები?-ახლა ამ თვალებით სევდას იჭერენ. ახლოს ვერ ხედვა...გულს მინუსით, თვალებს პლიუსით... მოუკიდიათ გუდასტვირი ზურგზე ჭრიჭინებს და ეზოს ტანში აჟრიალებს მჭახე გნიასი.
მე დავიღალე,- მე! უსიზმროდ ვიძინებ უკვე და წაუღია ყველაფერი თუგინდაც მეწყერს!... მორჩა, ხვალიდან წუთისოფელს გუნდრუკს არ ვუკმევ, მაგრამ, სიკვდილო, ეს ოხერი, რა ცუდად მეძებ?!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. რაიოო??? :) რაიოო??? :)
4. "Apres moi le deluge" ;)) "Apres moi le deluge" ;))
3. მე მომეწონა,და რავი........ ......................................... მე მომეწონა,და რავი........ .........................................
2. ძალიან მინდოდა მომწონებოდა, იმიტო რომ მიყვარს ეს ავტორი, მაგრამ ცოტა "ნაწვალები" ლექსია... +1 ძალიან მინდოდა მომწონებოდა, იმიტო რომ მიყვარს ეს ავტორი, მაგრამ ცოტა "ნაწვალები" ლექსია... +1
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|