ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2013


ნიკორწმინდა

ნიკორწმინდა, ნიკორწმინდა,
ვინ აგზიდა ასე წმინდა,
წულუკიძე-ჯავახაძეს,
უხატია ფრესკა დინჯად.
ღვთისმშობლის და ნიკოლოზის
წმინდა სახელს ადიდებდა,
ტაბიძე რომ ლოცულობდა,
და გალობით ლექსს გიწერდა.
ნაქარგი გაქვს ჩუქურთმები,
ორივ მხრიდან კარიბჭეა,
ქრისტეს სახლში ხატიც გალობს,
სანთელი კი, შენი მზეა.
პატარა და დიდი ერთად,
შენ გიჩოქებს სიდიადით,
შენს სახელზე აბრდღვიალდა,
დღევანდელი განთიადი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები