ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალქიმიკოსი
ჟანრი: პროზა
12 ივლისი, 2013


ნათელს ბნელი ანაცვლებს?


მდუმარედ ვიჯექი მანქანის უკანა სავარძელძე, ვიყურებოდი სადღაც,ღმერთმა უწყის სად...
- რაზედ ჩაფიქრებულხარ? - მკითხა მომღიმარედ.
- რავიცი... - პასუხს ავარიდე თავი. მაგრამ მეორე წამს მე დავსვი კითხვა.
- შენი აზრით ცუდია რომ ყველასთვის განურჩევლად, კარგი გინდა და ხარ მგრძნობიარე?
- იცი რა.. მგლების ქვეყანაში, ცხვარს არ გაახარებენ.- წამიერი შეყოვნების შემდეგ მიპასუხეს, ხო მგონი ზუსტად ასე მიპასუხეს.
                                    ***
- არ იტირო ოღონდ რა!- ხუმრობით მეუბნება.
პასუხს თავს ვარიდებ, ვიღიმი...
- კარგი წავედი!- ვიძახი მე, ვხვდები, რომ ყველა ფიქრობს თითქოს ნაწყენი ვარ, პასუხის დაულოდებლად გავდივარ.
სახლი ახლოსაა ვერ მოვასწრებ აზრის თავში დალაგებას, სკვერში შევდივარ და ერთადერთ ჩრდილში მდგარ  სკამზე ვჯდები, ესეც სიმბოლურია ალბათ...
ვხედავ სკვერის კუთხეში, მოხუცი მათხოვარი წევს, გარეთ საკმაოდ გრილა მას კი თითქმის არაფერი აცვია, ვგრძნობ ტკვილს და შეცოდებას , მის ტკივილს და ჩემს შეცოდებას, მინდა როგორმე დავეხმარო, მაგრამ ვიცი, რომ ვერაფრით დავეხმარები, ამიტომ შეცოდებას სიბრაზე ერევა საკუთარ თავზე, რომ მას ვერ ვეხმარები, და არა მასზე, რომ ცხოვრებაში არაფერს არ მიაღწია. ამას ვხვდები მინდა გავუმკლავდე, აღარ ვიგრძნო მისი არცერთი ემოცია აღარ მეტკინოს ,მე, მის მაგივრად...
სკვერში ალბათ დიდხანს ვიჯექი, ვიხსენებდი მეგობრების ნათქვამს „ამაზე“ სულ უკეთ და უკეთ ვიგებდი მათ ნათქვამს და ვიზიარებდი ამას. მივხვდი, რომ „ცხვარი“ მართლა ვერ იხარებს „მგლებში“. ბოლოს ყველაფერი დავალაგე საკუთარ თავში, და სკვერიდან გამოსვლას ვაპირებდი, როცა მათხოვარმა დახმარება მთხოვა, ესეც ალბათ გამოცდა იყო ერთგვარი... ჯიბეში ორმოცდაათი  თეთრი მედო, რომელიც ჭირად არ მჭირდებოდა და თავისუფლად შემეძლო მისთვის მიცემა, უკვე დავაპირე კიდეც, მაგრამ რაღაც უეცრად ვიგრძენი ამ ადამიანისადმი, სიბრაზე, ვბრაზობდი იმაზე, რომ თავს არ მიხედა ორფეხა და ორხელა ადამიანმა, გვერდი ისე ჩავუარე არც კი გამიხედავს მისკენ. გაქრა ყველანაირი ტკივილი და სინანული, გაქრა და გაიფანტა. სახლში მშვიდი და კმაყოფილი წავედი.
ნეტა ნათელს ბნელი ანაცვლებს?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები