ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა
ჟანრი: პროზა
12 ივლისი, 2013


დაწუნებულია

სატელეფონო გამოკითხვა ხუთი საათისთვის დასრულდა. აგვისტოს ხვატი იდგა, ჰაერი არ იძროდა, ენაგადმოგდებული ძაღლები მტვრიანი ქუჩების სუნიან ტროტუარებზე დასუნსულედბნენ. რედაქციაშიც აუტანელად ცხელოდა, ნიკოსაც სხვებივით სული ეხუთებოდა -  გავარვარებულ სხეულზე დაღლილობა ადნებოდა ოფლად. კუთხეში მიმდგარი ჰაერის გამაგრილებელიც, თავის მხრივ, მაგარს „ახალტურებდა“.

-ესეც ასე! ასეულში მარკესიც შევა, სულ „აუცილებლად, აუცილებლადო“ გაიძახოდნენ.  არა და, დაგენაძლევები, ათიდან ექვსი აზრზეც ვერ მოდის ვინ გარსიაზე და ვის მარტოობაზე ვეკითხებით.
-კარგი ერთი. რა გგონია, ოთხმოცდაათიანებში ხალხი რითი ირთობდა თავს? არც სამუშაო იყო მაშინ და არც ღამის კლუბები. ყველაზე მეტი მაშინ იკითხებოდა, მე თუ მკითხავ.

ანდრომ პირი გააღო, რომ რაღაც ეთქვა, მაგრამ დაეზარა და ფანჯრის გამოსაღებად წალასლასდა.

ამ დროს ოთახში ჭრელკაბიანი გოგო შემოვიდა. მდივანის მაგიდას დაეყრდნო ხელებით და ღიმილით რაღაც ჰკითხა. მდივანმა საქაღალდე გადაშალა, ტუჩები მოკუმა და უპასუხა. გოგომ უცებ ხმამაღლა წამოიცინა გაკვირვებული ბრაზისან, მკვეთრად შეტრიალდა კარისაკენ. გზად ნიკოს ფიქრიან მზერას წააწყდა. 

დღეს უკვე მესამე იყო.
-რა ხდება?-მდივანს ჰკითხა.
-კონკურსია და...უნდა ნახო რა სისულელებს ჯღაბნიან. ჩვენი დიდი მწერლები ალბათ გველნაკბენიანებივით იგრიხებიან საფლავებში.

ნიკო ადგა და სადილს გადარჩენილი პურის ფანჯრის რაფაზე დაფშვნა დაიწყო. ჩიტები ნიკოს წასვლას დაუდარაჯდნენ. სადარბაზოდან გამავალი გოგო გულამომჯდარი, სახეზე ხელაფარებული, ხმადაბლა ტიროდა.

მარკესის დაკაბადონება მეორე დღესვე დაიწო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები