ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აბცდე123
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2013


* * *

დღისით არაფერი ჩანს,
მთვარეზე გავითბობ ტანს,
ვუყურებ რადიოს,
მემ მაპატიოს,
სუიციდით ჩავიციკლები,
რადგან დილაობით მზით ვიწიხლები...

მოვუსმენ მომაკვდავი გედის ჩხავილს
და დავყნოსავ აყროლებულ ყვავილს,
გავხედავ ერთ ფერიან რუხ ცისარტყლას
და წითელი თვალების დავიწყებ ზელას...

მე ცისარტყელას ფერები მოვპარე
და იმით ოცნების ბურთი გავბერე.
ვბერავდი მთელი ამოსუნთქვით, სანამ ცხვირიდან სისხლი არ წამსკდა
და იმ ოცნების ბურთიც არ გასკდა...

ოცნების შვიდი საწყისიდან
დამრჩა შვიდი ფერის ზიზღი და
შვიდივეს მე ვეზიზღები...

ახლა კი სადღაც ახლოს ან შორს
მეძავის დამპალი საშოდან მახინჯი ჩვილი გამოვარდება
და უპირველესად ისწავლის ტირილს,
რადგან ყველაზე უფრო გამოადგება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები