ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გგგ
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2013


30.05.2013

ვფიცავ ყველაფერს, რწმენასა და ჩემს საქართველოს,
თუ ერთხელ მაინც შემაშრება თვალებზე ცრემლი
ძალმიძდა მხოლოდ, ყოფილიყო ის ჩვენი მდელო,
ტკივილს და ოხვრას რომ აღძრავდა სამშობლო ძველი

რა არის ნეტავ შეუცვლელი ამ ქვეყანაზე,
თითქოს მივდივართ უფსკრულისკენ ფეხმოკიდებით,
ვილტვით საოცრად უზეიმო საქართველოზე,
მაგრამ ვერ ვხვდებით სიცრუეში რომ ვფერმკრთალდებით

სად არის ღმერთო, საქართველო ის ძველის–ძველი,
სად არის ქართულ–ვჟკაცური თავგამოდება,
ნუთუ არასდროს დავფიქრდებით რისი ვართ მქმნელნი,
ნითუ ეპოქა ხელმეორედ განმეორდება.

ეს დროა, დრო რომელიც ბინდავს გონებას
ეს უმეცრება, უსაშველო უსაქმურობა,
აქ თაყვანს სცემენ უსარგებლო გამძღარ წოდებას
აქ აღარავის არ ანაღვლებს უმადურობა.

ფრაზების წერით, რაღაც აზრებს ვეღარ ვალაგებ,
ვერც ვშველი ასე მიზეზების გამოსწორებას
ვიჯდები ისევ თავზე ხელებს შემოვილაგებ,
და დრო გვიჩვენებს ქართველების თავმოწონებას.

მაგრამ ვერ ვხედავ, შავი ლაქა გვატყვია გერბზე
მომავლის იმედს ვიტოვებ და ლექსსაც მოვრჩები,
უფლის რწმენით და ჩვენი ლოცვით ვიქნებით ბევრზე
მთლიანები და ამ ცხოვრებას გადავურჩებით.

გ.მოდებაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები