ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამელი...
ჟანრი: პოეზია
18 ივლისი, 2013


***

ჩემი ცრემლები  აწვიმს შენს სხეულს,
შორიდან კივის ბუმბერაზი გლოვა და სევდა,
შენი სიკვდილი უკვე აქ არის და... მეფერება
მთებში გაქცეულ გრძნობებს ტკივილი იჭერს
მე კი მოგონება მახრჩობს...
გულშიც მდინარე ცეცხლმა დააშრო
შენი სიკვდილი ისევ აქ არის, კვლავ დამთამაშებს
ტუჩის ბოლოზე...
დროს ვერ ვაჩერებ , ზარები რეკენ, რეკენ , კივიან
და დამტირიან...
შენ კი მიდიხარ, მიჰყავხარ ცისფერ კუბოს
აქ კი, ჩვენს გვერდით, ეშმაკი ტირის,
უხარია რომ ჩემს სიყვარულს, ასე ადვილად გაქრობს
ისევ ტირიან ღრუბლები ცაში, ჩურჩულს მოჰყვება ქარიც
ჩემი სხეული სახლში , სული ტყეებში დაძრწის,
ფიქრი ხის ძირას დგას ტირის და გოდებს.
ხვრელში შედიხარ შენ და ალი გიწვავს ტანს
თვალებით აფრქვევ შავ ცისარტყელას, ისევ უყვირი ქარს
წუთიც ჩერდება, ისმის მხოლოდ ზუზუნი სევდის,
სიმარტოვე კი... დაჰყურებს შენი საფლავის ქვას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები