 | ავტორი: ნ ჯ ჟანრი: პოეზია 29 ივლისი, 2013 |
სტროფებში დაკარგულ რითმებს დავეძებ იქნებ შენამდე გზა მაპოვნინოს, მას მოუყვები გულში რაც მიდევს წინ გადავუშლი მთელ საიდუმლს.
ქარში გაფანტულ ყვავილებს მივდევ შენი სურნელი მინდა შევიგრძნო ბნელ ღამეებში, სიზმრებში ვიბრძვი ჩემი ოცნება, რომ დავიბრუნო
მე მივდევ ღრუბლებს დაუსაბამოს, ქარში, ავდარში, შავად მოსილებს მთელი მსოფლიო შემომატარონ იქნებ წავაწყდე სადმე შენს შვილებს.
მათ მოუყვები, როგორ მიყვარდი რომ, შენს გარეშე არ მინდა ვიყო ბოდიშს მოუხდი მიტოვებისთვის ჩემი ცოდვები მათ მაპატიონ.
შემდეგ კი ჩუმად და უდარდელად გავყვები ბილიკს ჩემი სახლისკენ, კარებთან მისულს, გული დამწყდება შენს მაგივრად რომ მას სხვა გამიღებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სიკეთე ავტორო! სიკეთე ავტორო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|