ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამელი...
ჟანრი: პროზა
21 ივლისი, 2013


გარეთ წვიმს

სულს ისევ მოენატრა სიცივე...ფანჯრის მინებზე ჩამოწოლილ ორთქლთან თამაშიც მომბეზრდა. ვგრძნობ თუ როგორ ვიწვი შინაგანად... როგორ იფერფლება ჩემი სული და ამ ფერფლთან ერთად იფანტება შემორჩენილი იმედებიც...
გარეთ წვიმს...
რელობა კი ისევ ჩრდილში დგას და ყავის ბოლო ჭიქაც მთავრდება... მხოლოდ ემოციები აფერადებს ამ შავ კედლებს და ცის მაგივრობას მიწევს. შიში ნელ-ნელა ბატონდება ჩემზე... ოთახში ცხელა...
გარეთ წვიმს...
მიხურული ფანჯრებიდან როგორც დასჯილი ბავშვი ისე იპარება მიწის სუნი... მაგრამ ისევ უცვლელი რჩება ჯარისკაცის მოგონებები, ისევ ხმამაღლა ყვირის და რაც არუნდა გასაკვირი იყოს ჩვენ მაინც ერთ რიცხვში ვართ დაბადებულები...სახლში აღარ ცხელა... და ჩამოწოლილი ორთქლიც გაიფანტა...
სახლში წვიმს...
ფერფლი ჰაერში იფანტება და უკვე მეოთხედიც ქრება... ემოციების ბრბო კედლებს გამჭირვალეს ხდის, სული ისევ გრძნობს სიცივეს...ჯარისკაცი აგრძელებს მოგონებას .
გარეთ წვიმს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები