ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბედნიერება
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2008


ვიღაც

ვიცი ახლა ის იქა ზის...
ვიღაც სალამს ეუბნება...         
ვიღაც მის ხელს ეფერება,
და მის ტუჩებს ნაზად კოცნის;
თავს ჩამოდებს მის მხარზე და გაიფიქრებს...:
"რა ტკბილია მასთან ყოფნა,
რა ტკბილია მისი  კოცნა,
რა თბილია მისი მხარი , მისი ხმა და მისი ხელი"

ვიღაც მის ხელს ეფერება...
ვიღაც მაგრამ არა მე...

მისთვის სიტყვას არ დავზოგავ,
არც ცრემლსა და არც სიცოცხლეს;
ღამე ცრემლში გამონათქვი
ჩემი ლოცვა მისთვის ძგერის.
მინდა ვიყო მასთან მუდამ
მინდა ვიყო ის ვიღაცა,
ის ვიღაცა, ბედნიერი.
მინდა ვიჯდე მის მუხლებზე,
მას თვალებში ვუყურებდე
და გავიგო თუ რა არის ჭეშმარიტი სიყვარული;
სიყვარული რაც მან მომცა...
მე კი მოვსპე, უბედურმა...
მაგრამ თუ მეწოდის უბედური
გული ხომ მე მას ვატკინე;
მას მოვპარე სიყვარული
სიყვარული რაც არ მკუთვნის...
მას მოვპარე მისი გული,
გული რომელიც მე აღარ მეკუთვნის...
სხვისია ახლა ეს გული
და არ ვბედავ მისი მშურდეს...
მხოლოდ ერთი რამე მინდა ვუთხრა,
დავარიგო იღბლიანი...
გაუფრთხილდი იმას რაც გაქ:
მის კეთილ გულს, მის ტკბილ სიტყვას
გაუფრტხილდი მის სიყვარულს,
უმანკოს და უბოროტოს.
როცა გეტყვის- მომეხვიე,
არ დაფიქრდე არაფერზე,
დაივიწყე ყველაფერი,
ჩაეხუტე, მოეფერე...
უთხარი რომ გიყვარს ძლიერ,
რომ მან მოგცა სიყვარული,
დაგანახა სილამაზე,         
სილამაზე მისი სულის...
არასოდეს არ გაუშვა მისი თბილი ხელის გული...
სანამ დრო გაქვს, გაუფრთხილდი.

მაპატიე, ჩემო კარგო, რომ მე არ ვარ ის ვიღაცა, 
ვინც ტკბილ სიტყვებს გეუბნება...
მაპატიე ჩემო კარგო, გვიან მივხვდი რაც დავკარგე...
მაგრამ მე არ ვჩივი ჩემს სიცოცხლეს-
მინდა იყო ბედნიერი,                                                                               
გყავდეს გვერდით ის ვიღაცა...                                                                                                                                               

ვიღაც ღამე თავს გევლება...                                                                                                                                                        ვიღაც, მაგრამ არა მე.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები