ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mer@bi
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2013


სულის სახლი

თქვენთან მოდაშია კრემაცია.
წლების ხშირი
მასპინძლობის გამო,
სულის სახლი ფერფლად უნდა
იქცეს.
სინანული უცრემლოა,
თაბაშირით
შელესილი თვალებიდან მხოლოდ ფორმალურად
წარსულ კადრებს თქვენი მზერა,
როგორც პროექტორი,
ისე ანათებს და შემდეგ ყუთში ფერფლს ქვეშ უფენს
ყველა მოგონებას.
ცაზე ისევ კვერებს აცხობს მზე და
სიო ნოტების კვალს აყოლილი ეძებს შოპენს.

ჩვენთან სულის სახლის ფასადს
აწმყო მიხაკებით
ამკობს,
როცა მიწით ქმნილი ისევ უბრუნდება
მიწას.
მაშინ დროც კი წუთებისკენ ფეხაკრეფით
გარბის და საათსაც ავიწყდება თავბრუსხვევა.


ჩენთან სუფრას შლიან ახლობლების წრეში.
იწყებს
ყველა ტკბილი სიტყვა ფოთოლცვენას,
როცა გული
სინანულის შემოდგომას ვეღარ იტევს.
მეწყერს
ემსგავსება ცრემლით გაჟღენთილი გრძნობაც
თუ კი
ფეხი
გულწრფელობას დაუცურდა ღაწვებიდან.
გვჯერა,
სული ჩვენთან ორმოცი დღე კიდეც რჩება.
მისი ყველა ნივთი გაუნძრევლად ასვენია,
სანამ დროება არ გამოუწერს გადარჩევას.


თქვენთვის ცარიელი სულის სახლი
ნანგრევების
სახით რჩება თითქოს,
როცა ჩვენთან მოგონება
უნარჩუნებს ძველ იერს და კვლავ აგრძელებს მის
უსულოდ სიცოცხლის ამქვეყნიურ აგონიას.


10.08.2012

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები