 | ავტორი: კოპალა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 26 ივლისი, 2013 |
ტელეფონი, გამოგონება რომელიც არის ძალზედ გამოსადეგი და მავნეც, არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, საერთოდ კაცობრიობის ფსიქიკისთვის. ეს ნივთი პირად ცხოვრებაში უხეშად იჭრება და მისი განმეორებადი ზარი ადამიანს აიძულებს უპასუხოს, ნებისმიერი პირადი აქტივობის ან თუნდაც ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საქმიანობის "გვერდზე გადადებით". ხშირად მოგიწევთ შხაპიდან გამოსვლა, ღულემის უყურადღებოდ მიტოვება ან ნაწარმოების წერის შეწყვეტა და გაქცევა რათა აიღოთ ყურმილი. სწორედ ზევით თქმულის გამო, პირველი წესია (ამდენჯერ დავიწყებული) რომ, არ "მივეძალოთ" ტელეფონს: სასურველია გავაკეთოთ "ზუსტი" და ლაკონური ზარი ( და არა "რა და მოვიწყინე და ჩემს თავს ვუთხარი...") და შეძლეისდაგვარად, ნაკლებად მოვაცდინოთ პიროვნება რომელიც, ყურმილს მიღმაა (შეიძლება უფრო მნიშვნელოვან ზარსაც ელოდება სანამ თქვენთან საუბრობს). თელეფონით საუბრისას, "გამომჟღავნების", გრძნობების გადმოცემის შესაძლებოლობა ძალიან მცირდება და მხოლოდ ხმასა და მეტყველებაზეა დამოკიდებული. თუნდაც გვავიწყდებოდეს, ბოლოსდაბოლოს ტელეფონით ვსაუბრობთ! საუკეთესო მაგალითია, შეცდომით შექმნილი შთაბეჭდილება თუ ვიზუალური წარმოსახვა ადამიანისა, რომელსაც არ ვიცნობთ და პირველად ვესაუბრეთ ტელეფონით. პირველი შეხვედრისას განსხვავება ისეთია რომ აუცილებლად გაოცებული დარჩებით (სასიამოვნოდ თუ პირიქით ეს უკვე თვითონ პიროვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ფაქტია). სასურველია არავინ შეაწუხოთ ზარით ცხრა საათის შემდეგ (დილის ცხრა საათამდეც, თუ ეს საქმიანი ზარი არ არის). დილის შვიდ საათზე განხორციელებული ზარისათვის, კარგი მიზეზი უნდა გქონდეთ (აღარაფერს ვამბობ ღამის საათებზე). ასეთი საქციელი გამართლებულია მაშინ, როცა მოხდა რაღაც არაორდინალური, ან უბრალოდ გინდათ თქვენი საყვარელი ადამიანი თბილი "დილამშვიდობისა"-თი გააღვიძოთ. როცა სხვა კონტინენტზე რეკავთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ საათობრივი სხვაობა (უხერხულია როცა ღამის ოთხ საათზე ულოცავთ დაბადების დღეს). თუ მაინც, უბრალოდ სასაუბროდ რეკავთ, აუცილებლად იკითხეთ, ცუდი დრო ხომ არ შეარჩიეთ, აქვს თუ არა საკმარისი დრო პიროვნებას რომელსაც უკავშირდებით. დადებითი პასუხის შემთხვევაშიც კი, პირველივე უხერხული სიჩუმის შემდეგ, სასურველია დაემშვიდობოთ და შეწყვიტოთ საუბარი. თუ რომელიმე, საუბრის მოყვარულის მახეში გაებით და ამის დრო არ გაქვთ, ნუ გამოიყენებთ სულელურ მიზეზებს როგორც "უკაცრავად, კართან არიან" ( ეს მიზეზი მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოთ როცა სიმართლეა), ბევრად სასურველია ირიბი მინიშნება რომ დრო არ გაქვთ: "ძალიან მესიამოვნა შენთან საუბარი, ერთ დღეს რომ შევხვდეთ და ვისაუბროთ არ იქნება ურიგო". თუ ყურმილს მიღმა "შინაურია" პირდაპირ თქმას არაფერი სჯობს: "ახლა დრო არ მაქვს, რომ მოვიცლი მე დაგირეკავ". თუ ნომერს ვერ ცნობთ, ან უბრალოდ აპარატია ისეთი რომ არ აფიქსირებს მას, სასურველია უპასუხოთ სიტყვით: "გისმენთ", ან "დიახ" (არავითარ შემთხვევაში "ალო" და მისთ). როცა თქვენ რეკავთ, არ არის სავალდებულო წარსდგეთ, თუ თქვენმა ზარმა "მდივანთან გაიარა" (წესით, მდივანი აუცილებლად გკითხავთ ვინაობას და ზარის მიზეზს). ძალიან ცუდი ჟესტია, (თუნდაც ეს ძალიან პრაქტიკული იყოს) თუ პიროვნებას ურეკავთ მდივნის საშუალებით როცა ამ პიროვნებამ პირადად მოქცათ მისი ტელეფონის ნომერი. ხშირად, დარეკავთ და ტურმილს ბავშვი ან სრულიად უცხო პიროვნება აიღებს. ნუ გაბრაზდებით თუ თქვენი დანაბარები სასურველ პიროვნებამდე ვერ მიაღწევს, ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია და ამაში არავინ არის დამნაშავე. დარეკეთ მოგვიანებით. თუ შეცდომით დაგირეკეს, ნუ მოიშტერებთ თავს, თითქოს ვერაფერს მიხვდით. არავითარ შემთხვევაში არ უპასუხოთ აგრესიულად. თუ თქვენ დარეკეთ, ნუ დაკიდებთ ყურმილს უცხო ხმის გაგონებისთანავე, ითხოვეთ დაგაკავშირონ პიროვნებასთან რომელსაც ურეკავთ, თუ შეგეშალათ აუცილებლად გეტყვიან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ყველაფერში ვეთანხმები ავტორს...:-* მაგრამ ეს იმდენად ელემენტარულია, ვფიქრობ ყველამ იცის..:)
ყველაფერში ვეთანხმები ავტორს...:-* მაგრამ ეს იმდენად ელემენტარულია, ვფიქრობ ყველამ იცის..:)
2. სხვაგან მოხვდით. სხვაგან მოხვდით.
1. ATS...რაა ეს?
კოპალა-გილოცავთ ტელეფონის ღირსებას..;:)
აქ არ მომწეროთ-დამირეკეთ,ვიცი,კომენტარი არ გესიამათ:)და თუ ბავშვი გიპასუხებთ,ნუ გაბრაზდებით,ნამდვილად სხვასთან მოხვდით,(რახან ჩემი ნომერი არ მითქვამს) ბავშვი,რომელიც ჩემს ოჯახშია-ჯერ არ ლაპარაკობს(უბრალოდ არ უნდა) :)) ATS...რაა ეს?
კოპალა-გილოცავთ ტელეფონის ღირსებას..;:)
აქ არ მომწეროთ-დამირეკეთ,ვიცი,კომენტარი არ გესიამათ:)და თუ ბავშვი გიპასუხებთ,ნუ გაბრაზდებით,ნამდვილად სხვასთან მოხვდით,(რახან ჩემი ნომერი არ მითქვამს) ბავშვი,რომელიც ჩემს ოჯახშია-ჯერ არ ლაპარაკობს(უბრალოდ არ უნდა) :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|