ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2013


***

ნისლებს ხევ-ხევ ალაგებენ
ღრუბლებს იქით სამი მზეა,
ჰგვანან ციხე-ქალაქები
დავიწყებულ სამიზნეებს...

ჯავრი ჟონავს ამ გულიდან
თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე
აღარ მოსჩანს ქონგურიდან
კაცისა და თოფის ლანდი...

კლდეებს წვიმა დააქვთ პეშვით,
კოპალა სწუხს - აუუ, რობინ...
მიტოვებულ სამარხებში
მხოლოდ ძვლები ხმაურობენ.

ნისლებს ხევ-ხევ ალაგებენ
ღრუბლებს იქით სამი მზეა,
ჰგვანან ციხე-ქალაქები
დავიწყებულ სამიზნეებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები