 | ავტორი: აპარმიჟ- ჟანრი: პოეზია 31 ივლისი, 2013 |
ბავშვური თამაში - იწილო-ბიწილო: ერთის მხრივ არჩევანს; მეორეს - არადანს ვიყოფდით თანაბრად - ძლიერი ვინც იყო, სუსტებიც გვერია ტოლებში - არადა...
ვით უფალს - უფლისა, კეისარს - კეისრის, ვაგებდით ჩვენც პატივს ერთმანეთს თანაბრად და შვილებს – აწმყოსი, გველოდა მერმისი: თვითეულს კუთვნილი საბრძოლო მარაბდა,
რომელსაც ვერ იგებ – მტერია იმდენი... თუმცაღა მიზანი ერთია: არ გატყდე! (მუხლებით დაგვქონდა ჭრილობა – სისხლმდენი, თვითეულ მებრძოლს და ხისხმალა მარაბდელს.)
გავიდა ხანი და ბრძოლების კვალდაკვალ, ომებსაც ეცვალათ ფერი და იერი... უფალს და კეისარს: არჩევანს – არადანს, ვერ ვარჩევთ ბრძოლებში გართული შვილები.
და როცა დაგვიდგა ის შორი მერმისი, გავიდა ხანი იმ ბავშვობის კვალდაკვალ, მივდივართ ბრძოლებში, ცალად და ნელი სვლით, ყიჟინა! ყიჟინა! არ ისმის, არადა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|