ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
6 აგვისტო, 2013


დოსტოევსკის ღიმილი (ეტიუდი)

„მისი სევდით დავსილი თვალები ელავენ დემონით შეპყრობილ ადამიანთა ტანჯვით. მისი მაღალი შუბლი-ფრთანი არწივისებური აზრების საბუდარია. რამდენი რამ ქონდა მას სათქმელი და რა ცოტა რამ სთქვა შედარებით. ქვეყანაც იმიტომ იტანჯება ასე უღმერთოდ, რადგან ნაგრძნობი მუდამ სჭარბობს ნათქვამს?“ 

კონსტანტინე გამსახურდია.



„ისე გამოიყურებოდა, თითქოს ეძინა. მშვიდად იღიმოდა, თითქოს რაღაც მშვენიერს ხედავდა“

ლიუბოვ დოსტოევსკაია.


დანაშაული ჩავიდინე
იდიოტი ვარ!
სასჯელს ვიმსახურებ...

სანამ ჭირისუფლები მიუსხდებოდნენ ჭურჭელს, სადაც დოსტოევსკი ესვენა, მანამდე სახლის საქმეებს ისტუმრებდნენ. ამით ქართველებს არ ჩამოუვარდებოდნენ. ყველაფერი წინასწარ გათვლილი იყო. არავის შეემჩნია მისი მომღიმარი სახე, განა ეცალა ვინმეს მისთვის? იქ ხომ მხოლოდ მძორი იდვა, რომელიც უფლისთვის არაფერს ნიშნავდა...
სულისთვის არავის ეზრუნა!
დიდი მწერალი განისვენებდა მარტოობაში, სწორედ ისე როგორც დღეს ლენინი მავზოლეუმში. ერთი განსხვავებით; დოსტოევსკი დამარხეს ღიმილთან ერთად!
მისი დაკრძალვის ნიშა იყო მსგავსება მისი ყოფისა უკანასკნელ წამთან...
ცხრა თებერვალი...
სუსხიანი ზამთარი, რომელიც მწარე აღსარებით შესაძლებელია დააკმაყოფილო მისი სურვილი.
რა ვუყოთ ღიმილს, რომელიც კიაფობს მის სახეზე? რას დავაბრალოთ? ეს შესაძლებელია ნიშანი იყოს მომავლის და დაცინვა დღეების, რომელთა არსებობა ცდილობს დანატოვარის გავლას? არაფერია დაუმთავრებელი, თვით ღიმილიც!
ჩამდეთ მიწაში და არაფერი დაგრჩებათ განმარტებისთვის. სანამ მიყურებთ იძაბებით და ქმნით სამყაროს რომელიც თქვენთვის არც არსებობდა. ის მხოლოდ ჩემი იყო, დოსტოევსკის!
და რას მერჩით, განა ღიმილი მხოლოდ დოსტოევსკის სახეზე შენიშნეთ?
არც არა...
თქვენ მე ჩამთვალეთ მაცნედ, ჩამთვალეთ საზომ ერთეულად, რომელსაც „დოსტოს“ სახელი შეარქვით და ერთ ღიმილს უდრის. არადა რამდენი მიცვალებული ვიცი, რომელმაც ჩემზე უკეთ გაიღიმა და დაქცინათ! აბა რას მეტყვით? მრავალნი ცდილობდნენ ეხილათ ჩემი გაღიმებული სახე და რიგსაც არაფრად თაკილობდნენ. მათი წყურვილი წყალზე მეტად ფასობდა. სწორედ აქ მივხვდი თუ რამდენად დავაშავე, როდესაც იდიოტი სიცოცხლეში დავწერე!
იდიოტები მეტად აქტუალური გახდა ჩემთვის სიკვდილის შემდეგ!
ჩემი ღია ყავისფერი მოწითალო თმა რომ არ ჩავთვალოთ თმის კონდენციონერი, რომელსაც ვიყენებდი, ვიყავი ერთობ ფერმკთალი და სახე ჭორფლებით მქონდა დაფარული. ჩემი სხმოიარობა რასაც ხალხთა უმეტესობა ბეცად აღიქვამდა იყო დიდი სევდა, რაც განვლილი პერიოდიკის დაღად იყო ჩასათვლელი. იასამნის ფურცლობა, ეს ისეთივე შეუძლებელი იყო, როგორც ჩემი ღიმილი სიკვდილამდე!  რა წამს აღმოვჩნდი უფლის კართან, რომელიც უნდა შემეღო ორმოცი დღის შემდეგ. ქერა თმა მოკლედ შეეჭრათ ჩემთვის წინა დღით.
სიმაღლეში გაცილებით დავპატარავდი.
მოკლე შევიქენ, ვიდრე სიცოცხლეში იტყოდნენ ჩემზე, საშუალოზე მაღალი იყოო... მკვეთრი მონაცისფრო-მოლურჯო თვალები შეუმჩნეველი დარჩა უფალს. ითხოვდა ჩემგან ამეხილა ისინი  და ქუთუთოებს მიღმა შემალული სინამდვილე გამენდო მისთვის... თითქოს ის ჩემს სულში ჩახედვას მაიძულებდა და იმის ამოცნობას, თუ რა კაცი ვიყავი!
გავბედე და ბრმამ ვუთხარი:
უფალო, მე იმდენად ცუდი ვარ როგორც იუდა რომელმაც გიღალატათ, მაგრამ იმდენად უკეთესი ვარ იუდაზე რომ ვერ შევძელი თქვენი ხილვა, რათა უარი მეთქვა თქვენზე!

ეს არის ჩემი ღიმილის მიზეზი.
მე გაღიარეთ ხილვის გარეშე!


გიგო რიონელი
6 აგვისტო 2013 წელი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები