ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კიპრიდა
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2013


როგორ მომენატრე

ქარი კარებს ამტვრევს,
როგორ მომენატრე,
ვთამაშობდი ცეცხლთან,
მამა გამიცეცხლდა,
დღეს არც შენი მწამს და
არც ლექსისთვის მცხელა.
ქარი კარებს ამტვრევს,
შენ კი დამეღალე
უმიზეზო დაღლით,
მთვარეს მზესთან ახლდი,
თუ ლექსების წერით
დაამშვიდე მარტი?
ნუ იქნები ზანტი,
აედევნე ამ ქარს
და მოგივლენს ღმერთი
ხელოვნების აფქალს.
ლექსის მობინადე,
სად იყავი ადრე,
ქარი კარებს ამტვრევს,
როგორ მომენატრე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები