ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კიპრიდა
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2013


თვალები


თვალები  – ბავშვურად შემკრთალი,
შენ მკრთალი ღიმილით მაკვირვებ
და ნაზი ამბორის შექრთამვით
გავდევნი ამ დღეებს, ამ კვირებს.
თვალები – ცასავით ციმციმა
იცი, რა იმედით მაღვიძებს?
თუმცა იმავე დროს ცივ–ცივად
მითითებს გრძნობების აღვირზე.
თვალები– ღვათების შედევრი,
ვერ მდევნის სინაზის გარეშე,
სანთელიც არ ქრება შებერვით,
მანძილს თუ უმატე გარე შრე.
თვალები–
ოცნების საყდარი,
ამხდარი ოცნების სავანე,
კეთილი წიგნების ნაყდარი,
ჩემგან შორს – ასი წლის სავალზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები