 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 14 აგვისტო, 2013 |
ასე ერთად ხშირად ვართ...მე და ნიკა. ერთად კი არა, ერთნი ვართ ხოლმე.ვჯდებით ცხელ ქვებზე , სადმე მყუდრო ადგილას , ზღვის სანაპიროზე, ერთმანეთს მხრებით მივეყრდნობით და თვალებით ვლაპარაკობთ.. ნიკა ხელზე ტუჩებს დამადებს და ისე მკოცნის, ვითომ სიცხეს ტუჩებით მიმოწმებს... ავად აღარ ვარ,მაგრამ მაინც წამდაუწუმ ტუჩებით სიცხეს მიზომავს,თან ვითომ ვერ ვხვდები,მკოცნის....
ახლაც ასეა...ვზივართ და თოლიებს ვუყურებთ...თოლიები ლამაზები სულაც არ არიან და ერთმანეთს ვაჯავრებთ: ----ეს თოლია შენ ხარ ----არა, ეს უფრო შენ გგავს.. ----ნიკ, სად მიფრინავენ თოლიები? ---ვკითხულობ და პასუხს არ ველოდები...ვიცი, არც მან იცის.... ვითომ ჩაფიქრდება და მეტყვის: -----შორს----------თან გულიანად იცინის. -----მეც მინდა მათთან, თბილ ქვეყნებში----გამომცდელად ვუყურებ -----უჩემოდ?-----აღარ ხუმრობს...თვალები უწყლიანდება. იცის რომ მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ, ერთი დღე მთელი საუკუნეა მის გარეშე, ამიტომ ვერ ვატყუებ და ვამბობ: ---მაინც რომ მომიხდეს მარტო წასვლა? რა იქნება მაშინ? ---მეც წამოგყები, მარ! იცოდე მაშინაც შენთან ვიქნები. იცის , რასაც ამბობს და მე ვიცი,რასაც ამბობს, გააკეთებს...
არა ,უკვე ავად არ ვარ, თუმცა ტუჩებით წამდაუწუმ მიზომავს სიცხეს და თან ჩუმად მკოცნის....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. მადლობა ია, შენ ყოველთვის გესმის ჩემი მადლობა ია, შენ ყოველთვის გესმის ჩემი
18. ეს შენი სულია ბუდულა, შენი განცდა და ვითავისებ... არც კარგზე კარგი დაილევა, არც გენიალურები, მაგრამ ის რაც სულში ჩამწვდომია ტკივილის სახით, უბრალოა და მე ამ უბრალოებას ვაფასებ. ეს შენი სულია ბუდულა, შენი განცდა და ვითავისებ... არც კარგზე კარგი დაილევა, არც გენიალურები, მაგრამ ის რაც სულში ჩამწვდომია ტკივილის სახით, უბრალოა და მე ამ უბრალოებას ვაფასებ.
17. "იცის , რასაც ამბობს და მე ვიცი,რასაც ამბობს, გააკეთებს..."
სანატრელი სიყვარულია აქ! "იცის , რასაც ამბობს და მე ვიცი,რასაც ამბობს, გააკეთებს..."
სანატრელი სიყვარულია აქ!
16. თუმცა მინიატურა მომეწონა ავტორო, მაგრამ თოლია ჯონათანი - არ მიწყენინოთ, ჩვენი ვერცხლისფერი თოლია. :) თუმცა მინიატურა მომეწონა ავტორო, მაგრამ თოლია ჯონათანი - არ მიწყენინოთ, ჩვენი ვერცხლისფერი თოლია. :)
15. სუბიექტურობა მე ვიციი პირად ურთირთობებში, აქ ნწწ :) იმას ვამბობ, რასაც რეალურად ვფიქრობ.სანამ გაგიცნობდი და ზოგადად საიტზე დავრეგისტრირდებოდი, მანამდეც ანალოგიური შეგრძნება მეუფლებოდა შენი ნაწერების კითხვისას.. ეგ კი ნიჭია ჩემო კარგო! პ.ს. რომ მიყვარხარ და ა.შ. ეგ წაღიტინებასთან არაფერ შუაშია :P სუბიექტურობა მე ვიციი პირად ურთირთობებში, აქ ნწწ :) იმას ვამბობ, რასაც რეალურად ვფიქრობ.სანამ გაგიცნობდი და ზოგადად საიტზე დავრეგისტრირდებოდი, მანამდეც ანალოგიური შეგრძნება მეუფლებოდა შენი ნაწერების კითხვისას.. ეგ კი ნიჭია ჩემო კარგო! პ.ს. რომ მიყვარხარ და ა.შ. ეგ წაღიტინებასთან არაფერ შუაშია :P
14. ჰო აი ეს კარგია, შენიშვნებიც სწორი, მაგრამ კარგია მოკლედ :) ჰო აი ეს კარგია, შენიშვნებიც სწორი, მაგრამ კარგია მოკლედ :)
13. შენი წაღიტინება მხოლოდ სუბიექტური მიზეზითაა გამოწვეული,ჩემო უნდინა:) თუმცა მაინც მინდა ვთქვა: ეს მინიატურა გამოქვეყნებამდე რამდენიმე თვით ადრეა დაწერილი,მაშინ როცა ავად ვიყავი და ეს " წასვლა" თბილ ქვეყნებში სულ სხვა წასვლას ნიშნავდა.... ჩემთვის ერთერთი საყვარელი მინიატურაა და , თუ სხვა ჩემ ნაწერებს, მკითხველის თვალში, ოდნავ ჩამორჩება (თუმცა მე ასე არ ვფიქრობ), არ ვნაღვლობ... არც ტავტოლოგიას და არც მცირე ლაფსუსებს ყურადღებას არ ვაქცევ. მადლობა ვინც წაიკითხა ან ამის შემდეგ წაიკიტხავს. შენი წაღიტინება მხოლოდ სუბიექტური მიზეზითაა გამოწვეული,ჩემო უნდინა:) თუმცა მაინც მინდა ვთქვა: ეს მინიატურა გამოქვეყნებამდე რამდენიმე თვით ადრეა დაწერილი,მაშინ როცა ავად ვიყავი და ეს " წასვლა" თბილ ქვეყნებში სულ სხვა წასვლას ნიშნავდა.... ჩემთვის ერთერთი საყვარელი მინიატურაა და , თუ სხვა ჩემ ნაწერებს, მკითხველის თვალში, ოდნავ ჩამორჩება (თუმცა მე ასე არ ვფიქრობ), არ ვნაღვლობ... არც ტავტოლოგიას და არც მცირე ლაფსუსებს ყურადღებას არ ვაქცევ. მადლობა ვინც წაიკითხა ან ამის შემდეგ წაიკიტხავს.
12. რაღაცნაირი "პეწი" აქვს შენს ნაწერებს, ჩემო მარიამ.. რომც არ გინდოდეს, გულთან მაინც წაგიღიტინებს :)) რაღაცნაირი "პეწი" აქვს შენს ნაწერებს, ჩემო მარიამ.. რომც არ გინდოდეს, გულთან მაინც წაგიღიტინებს :))
11. მარიამ მე შენს ძალიან კარგ ნაწერებს შევეჩვიე ... :) ამაზე იგივეს ვერ ვიტყვი :( მარიამ მე შენს ძალიან კარგ ნაწერებს შევეჩვიე ... :) ამაზე იგივეს ვერ ვიტყვი :(
10. +5 მარიკუნას:) +5 მარიკუნას:)
9. მადლობა ყველას. მადლობა ყველას.
8. ზალიან კარგი მინიატურაა, მაგრამ პილიგრიმს სწორი შენიშვნა აქვს, მაგ:
"ნიკა ხელზე ტუჩებს დამადებს და ისე მკოცნის, ვითომ სიცხეს ტუჩებით მიმოწმებს... ავად აღარ ვარ,მაგრამ მაინც წამდაუწუმ ტუჩებით სიცხეს მიზომავს,თან ვითომ ვერ ვხვდები,მკოცნის....
- ამ ორ წინადადებაში სიტყვების დაგროვებაა, - "ტუჩები" სამჯერაა ნახსენები, რაც ძალიან უხეშად ხვდება ყურს.
" ახლაც ასეა...ვზივართ და თოლიებს ვუყურებთ...თოლიები ლამაზები სულაც არ არიან და ერთმანეთს ვაჯავრებთ: ----ეს თოლია შენ ხარ ----არა, ეს უფრო შენ გგავს.. ----ნიკ, სად მიფრინავენ თოლიები? ---ვკითხულობ და პასუხს არ ველოდები...ვიცი, არც მან იცის.... გაიცინებს და მეტყვის:"
აქაც იგივე ხდება. სიტყვა "თოლიები"-ა რომელიც ბევრჯერ მეორდება. თუ ეს ადგილები ელემენტალურად ჩასწორდება ძალიან კარგ მინიატურას მივიღებთ :)
უბრალოდ ჩემს მიერ ღნიშნული ორი სიტყვა მეჩვენა მოჭარბებულად, რომელიც მრავალჯერ მეორდება :) დანარჩენი უზომოდ კარგია და ძალიან სევდიანი. არ მეგონა ასეთი მხიარული ბუდულა თუ ასეთი სევდიანი იყო, რატომ?
+555...........
ზალიან კარგი მინიატურაა, მაგრამ პილიგრიმს სწორი შენიშვნა აქვს, მაგ:
"ნიკა ხელზე ტუჩებს დამადებს და ისე მკოცნის, ვითომ სიცხეს ტუჩებით მიმოწმებს... ავად აღარ ვარ,მაგრამ მაინც წამდაუწუმ ტუჩებით სიცხეს მიზომავს,თან ვითომ ვერ ვხვდები,მკოცნის....
- ამ ორ წინადადებაში სიტყვების დაგროვებაა, - "ტუჩები" სამჯერაა ნახსენები, რაც ძალიან უხეშად ხვდება ყურს.
" ახლაც ასეა...ვზივართ და თოლიებს ვუყურებთ...თოლიები ლამაზები სულაც არ არიან და ერთმანეთს ვაჯავრებთ: ----ეს თოლია შენ ხარ ----არა, ეს უფრო შენ გგავს.. ----ნიკ, სად მიფრინავენ თოლიები? ---ვკითხულობ და პასუხს არ ველოდები...ვიცი, არც მან იცის.... გაიცინებს და მეტყვის:"
აქაც იგივე ხდება. სიტყვა "თოლიები"-ა რომელიც ბევრჯერ მეორდება. თუ ეს ადგილები ელემენტალურად ჩასწორდება ძალიან კარგ მინიატურას მივიღებთ :)
უბრალოდ ჩემს მიერ ღნიშნული ორი სიტყვა მეჩვენა მოჭარბებულად, რომელიც მრავალჯერ მეორდება :) დანარჩენი უზომოდ კარგია და ძალიან სევდიანი. არ მეგონა ასეთი მხიარული ბუდულა თუ ასეთი სევდიანი იყო, რატომ?
+555...........
7. თბილ ქვეყნებში... თბილ ქვეყნებში...
6. მადლობა მაესტრო, ამ მწვავე კრიტიკოსთან სიტყვა რომ შემაწიე,გაიხარე:) მადლობა მაესტრო, ამ მწვავე კრიტიკოსთან სიტყვა რომ შემაწიე,გაიხარე:)
5. ბატონო პილიგრიმო ძალიან მწვავე კრიტიკოსი ხართ თუ მეჩვენება?საინტერესო ჩანახატია მე ასე ვუწოდებდი ^^ კარგი ხარ :* ბატონო პილიგრიმო ძალიან მწვავე კრიტიკოსი ხართ თუ მეჩვენება?საინტერესო ჩანახატია მე ასე ვუწოდებდი ^^ კარგი ხარ :*
4. ბატონო პილიგრიმო ძალიან მწვავე კრიტიკოსი ხართ თუ მეჩვენება?საინტერესო ჩანახატია მე ასე ვუწოდებდი ^^ კარგი ხარ :* ბატონო პილიგრიმო ძალიან მწვავე კრიტიკოსი ხართ თუ მეჩვენება?საინტერესო ჩანახატია მე ასე ვუწოდებდი ^^ კარგი ხარ :*
3. +++++++++++++++++++ მომწონხარ.. +++++++++++++++++++ მომწონხარ..
2. კარგია მაგრამ დასამუშავებელია. რამოდენიმე სიტყვა ზედმეტია:) მთლიანობაში არის იმის პერსპექტივა რომ კარგ მინიატურად ჩამოყალიბდეს. კარგია მაგრამ დასამუშავებელია. რამოდენიმე სიტყვა ზედმეტია:) მთლიანობაში არის იმის პერსპექტივა რომ კარგ მინიატურად ჩამოყალიბდეს.
1. ჩემი შეფასება 5 ჩემი შეფასება 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|