 | ავტორი: კიპრიდა ჟანრი: პოეზია 16 აგვისტო, 2013 |
ვშორდებით, ეს ერთი ცეკვა და ვშორდებით, მშობლები შენს სახელს ყვირიან, მე ვიცი, შენ უფრო გჭირდები, ვიდრე სხვა შენნაირ მილიარდს. გპირდები, ხვალ გნახავ, გპირდები, მიბნედილ სინაზეს გთავაზობ, არასდროს დავხატავ მაგ თვალებს, იმედებს დაგითმობ დანაზოგს. გაგირბი, ბავშვივით გაგირბი და სირბილს ვინ დარდობს, გატყუებ, გავწვიმდი, შენ თვალწინ გავწვიმდი და ალბათ, სიბრაზეს დაგტყუებ. ვშორდებით, ეს ერთი ცეკვა და ვშორდებით, ეს წუთი უსიტყვოდ გავიდა, რა გინდა, სულში რომ იჭრები ან მე აქ ,შენ ახლოს რა მინდა?! ვშორდებით, ეს ერთი ცეკვა და ვშორდებით, მშობლები შენს სახელს ყვირიან, შენ იცი, მე უფრო მჭირდები, ვიდრე სხვა ჩემნაირ მილიარდს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ეს რა მაგარი ლექსი ვიპოვეეე.როგორ მონეწონა. არ შემეძლო, რო არ დამეწერააა. ბრავო. ეს რა მაგარი ლექსი ვიპოვეეე.როგორ მონეწონა. არ შემეძლო, რო არ დამეწერააა. ბრავო.
21. ,,მიბნედილი სინაზე" მე მომეწონა :) სწორედაც რომ იმიტოა ეს ფრაზა ღირებული რო არათავისთავადია, ანუ ეს სიტყვები წყვილად არასოდეს ყოფილა არავის მოფიქრებია აქამდე ესე ერთად ეთქვა, ამ ლექსში დაიბადა პირველად :) ჩემი სუბიექტური აზრი ესაა რავი, სულ მომხრე ვარ მსგავსი მიგნებების და აღმოჩენების :)) ,,მიბნედილი სინაზე" მე მომეწონა :) სწორედაც რომ იმიტოა ეს ფრაზა ღირებული რო არათავისთავადია, ანუ ეს სიტყვები წყვილად არასოდეს ყოფილა არავის მოფიქრებია აქამდე ესე ერთად ეთქვა, ამ ლექსში დაიბადა პირველად :) ჩემი სუბიექტური აზრი ესაა რავი, სულ მომხრე ვარ მსგავსი მიგნებების და აღმოჩენების :))
20.
ავტორი: კიპრიდა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 16 აგვისტო, 2013
მომეწონა, კარგი იყო ნამდვილად :)
ავტორი: კიპრიდა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 16 აგვისტო, 2013
მომეწონა, კარგი იყო ნამდვილად :)
19. რა გინდა, სულში რომ იჭრები ან მე აქ ,შენ ახლოს რა მინდა?! <3 რა გინდა, სულში რომ იჭრები ან მე აქ ,შენ ახლოს რა მინდა?! <3
18. დამბურძგლა. დამბურძგლა.
17. სიყვარული გაურბის მას, ვინც მას მისდევს და კისერზე ეკიდება მას, ვინც მას გაურბის. შექსპირი სიყვარული გაურბის მას, ვინც მას მისდევს და კისერზე ეკიდება მას, ვინც მას გაურბის. შექსპირი
16. მე ვიცი, შენ უფრო გჭირდები, ვიდრე სხვა შენნაირ მილიარდს.
შენ იცი, მე უფრო მჭირდები, ვიდრე სხვა ჩემნაირ მილიარდს.
მაგარია :)))) 5 მე ვიცი, შენ უფრო გჭირდები, ვიდრე სხვა შენნაირ მილიარდს.
შენ იცი, მე უფრო მჭირდები, ვიდრე სხვა ჩემნაირ მილიარდს.
მაგარია :)))) 5
15. ძალიან მომწონათქო-ტყუილი იქნება, არაუშავს. შეგიძლია უკეთესად წერო. ძალიან მომწონათქო-ტყუილი იქნება, არაუშავს. შეგიძლია უკეთესად წერო.
14. მე მგონი ბიჭის წაყვანა უნდათ სახლში ალბათ ძალიან გვიანია და კიპრიდა ამას განიცდის ))))))))) მართლა, ხუმრობის გარეშე, ალბათ, ასეა. მე მგონი ბიჭის წაყვანა უნდათ სახლში ალბათ ძალიან გვიანია და კიპრიდა ამას განიცდის ))))))))) მართლა, ხუმრობის გარეშე, ალბათ, ასეა.
13. მეც მომეწონა, მაგრამ ვერც მე გავიგე რა აყვირებთ მშობლებს. მეც მომეწონა, მაგრამ ვერც მე გავიგე რა აყვირებთ მშობლებს.
12. მშობლების ყვირილი მეზედმეტა, ისე არაუშავს.+ მშობლების ყვირილი მეზედმეტა, ისე არაუშავს.+
11. კარგი, მიხეილ, ნუ მაწითლებ, მთლად მასე კარგიც არ არის)))))))))) კარგი, მიხეილ, ნუ მაწითლებ, მთლად მასე კარგიც არ არის))))))))))
10. ვშორდებით, ეს ერთი ცეკვა და ვშორდებით, მშობლები შენს სახელს ყვირიან, მე ვიცი, შენ უფრო გჭირდები, ვიდრე სხვა შენნაირ მილიარდს.
Es dfzalian magaria ვშორდებით, ეს ერთი ცეკვა და ვშორდებით, მშობლები შენს სახელს ყვირიან, მე ვიცი, შენ უფრო გჭირდები, ვიდრე სხვა შენნაირ მილიარდს.
Es dfzalian magaria
9. magaria leqsia me kdiev vambob :D lutecia shen rom chemi leqsi mogewonaa eg magari bandzobaaa am leqstan shedarebit ese vityvi mashin :D es leqsi martla momewona :) magaria leqsia me kdiev vambob :D lutecia shen rom chemi leqsi mogewonaa eg magari bandzobaaa am leqstan shedarebit ese vityvi mashin :D es leqsi martla momewona :)
8. მადლობა, ძვირფასებოოოოოოო. კარგები ხართ ყველანი))))))))) მადლობა, ძვირფასებოოოოოოო. კარგები ხართ ყველანი)))))))))
7. ნეფერტარ, მეც მომეწონა, არ მითქვამს რომ ცუდი ლექსია, უბრალოდ არგუმენტირებული შენიშვნები ვუთხარი კიპრიდას, რაზეც მადლობაც გადამიხადა პირადში. მე პირადად მიმიღია ისეთი შენიშვნები, როდესაც კომენტატორი არ ამბობს, თუ რატომ არ მოეწონა. ამიტომ მე ვცდილობ, შეძლებისდაგვარად დავასაბუთო ჩემი შენიშვნები, და ვამატებ ხოლმე, ეს ჩემი აზრია და არა ზოგადი ჭეშმარიტება. ვფიქრობ ასე უფრო დიდ სამსახურს ვუწევ ავტორს.ისე დავფიქრდი და მართალი ხარ, სიბრაზის დატყუებაც შეიძლება, გააჩნია სიტუაციას. და თუ მისი სიბრაზე გსიამოვნებს. ასეც ხდება ხოლმე. :) ნეფერტარ, მეც მომეწონა, არ მითქვამს რომ ცუდი ლექსია, უბრალოდ არგუმენტირებული შენიშვნები ვუთხარი კიპრიდას, რაზეც მადლობაც გადამიხადა პირადში. მე პირადად მიმიღია ისეთი შენიშვნები, როდესაც კომენტატორი არ ამბობს, თუ რატომ არ მოეწონა. ამიტომ მე ვცდილობ, შეძლებისდაგვარად დავასაბუთო ჩემი შენიშვნები, და ვამატებ ხოლმე, ეს ჩემი აზრია და არა ზოგადი ჭეშმარიტება. ვფიქრობ ასე უფრო დიდ სამსახურს ვუწევ ავტორს.ისე დავფიქრდი და მართალი ხარ, სიბრაზის დატყუებაც შეიძლება, გააჩნია სიტუაციას. და თუ მისი სიბრაზე გსიამოვნებს. ასეც ხდება ხოლმე. :)
6. აჰ ლუტეცია რა მკაცრი ხარ ჩემო მშვენიერო, არა და მე მომეწონა ეს ლექსი. დიახ მე სიბრაზეც დამიტყუებია ვიღაცეებისთვის, მაინტერესებდა როგორ ბრაზდებოდნენ. გაბრაზებული ხომ იცი - დაუცველია. :) ხო, ქართველი მშობლები ნამდვილად ასე იქცევიან. - სწორია კიპრიდა. აჰ ლუტეცია რა მკაცრი ხარ ჩემო მშვენიერო, არა და მე მომეწონა ეს ლექსი. დიახ მე სიბრაზეც დამიტყუებია ვიღაცეებისთვის, მაინტერესებდა როგორ ბრაზდებოდნენ. გაბრაზებული ხომ იცი - დაუცველია. :) ხო, ქართველი მშობლები ნამდვილად ასე იქცევიან. - სწორია კიპრიდა.
5. როგორიც არის ისეთს დავტოვებდი მე :) როგორიც არის ისეთს დავტოვებდი მე :)
4. მე ძალიან მომეწონა არ ვიცი :) რითმები იყოს შესაძლოა სუსტი, მაგრამ მიქაელს მოწონს :) მე ძალიან მომეწონა არ ვიცი :) რითმები იყოს შესაძლოა სუსტი, მაგრამ მიქაელს მოწონს :)
3. :) მაგარიაა პირველი კუპლეტი განსაკუთრებით გამოვარჩიე :) მაგარიაა პირველი კუპლეტი განსაკუთრებით გამოვარჩიე
1. ცუდი ლექსი არ არის. მაგრამ საერთო ჯამში ბევრი ხარვეზი აქვს და არის რაღაცეები გაუგებარი. ჩემი მოკრძალებული აზრით, "მიბნედილი სინაზე" არ არის კარგი სიტყვათშეხამება, იმიტომ რომ ზედმეტად გაცვეთილად ჟღერს და თან გაუგებარია, რას ნიშნავს. არც 'სიბრაზეს დაგტყუებ". საერთოდ ადამიანს იმას დასტყუებენ ხოლმე, რისი მიღებაც მისგან სიამოვნებთ, და მისი სიბრაზე გსიამოვნებთ? მშობლები რატომ ყვირიან მის სახელს? ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბოლო ზარის ბანკეტია და მშობლებიც ესწრებიან. თუ ასეა, პრობლემა არ არის, მაგრამ ბუნდოვანია ეს ფრაზა. ვმერყეობ 2 და 3 ქულას შორის, და "შენ იცი, მე უფრო მჭირდები, ვიდრე სხვა ჩემნაირ მილიარდს" მარტო ამ ფრაზისთვის და კიდევ იმიტომ, რომ ვხედავ დახვეწის პოტენციალს, 3 ქულა. წარმატებები. ცუდი ლექსი არ არის. მაგრამ საერთო ჯამში ბევრი ხარვეზი აქვს და არის რაღაცეები გაუგებარი. ჩემი მოკრძალებული აზრით, "მიბნედილი სინაზე" არ არის კარგი სიტყვათშეხამება, იმიტომ რომ ზედმეტად გაცვეთილად ჟღერს და თან გაუგებარია, რას ნიშნავს. არც `სიბრაზეს დაგტყუებ". საერთოდ ადამიანს იმას დასტყუებენ ხოლმე, რისი მიღებაც მისგან სიამოვნებთ, და მისი სიბრაზე გსიამოვნებთ? მშობლები რატომ ყვირიან მის სახელს? ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბოლო ზარის ბანკეტია და მშობლებიც ესწრებიან. თუ ასეა, პრობლემა არ არის, მაგრამ ბუნდოვანია ეს ფრაზა. ვმერყეობ 2 და 3 ქულას შორის, და "შენ იცი, მე უფრო მჭირდები, ვიდრე სხვა ჩემნაირ მილიარდს" მარტო ამ ფრაზისთვის და კიდევ იმიტომ, რომ ვხედავ დახვეწის პოტენციალს, 3 ქულა. წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|