ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2013


ბერიკაცივით...

...
ხელჯოხიანი, უხიაგო ბერიკაცივით –
კაკლის ჩრდილქვეშ რომ ვეტანები ხშირად კამათელს.
ცხრის ნახევარზე მზე ზეციდან შეიკვეცება
და როგორც ვიცი, შემცივდება ღამეგანათევს...

ყეფით აიკლებს დილით ეზოს თეთრი ფინია
და ქათამივით კაკანს მორთავს შუა ზაფხული.
მეტად ხელმოკლე პერსონაჟი ბოლო ფილმიდან
და დასასრული, როგორ გითხრათ – არდასასრული...

ერთხელაც უკან დარჩენილი სოფლის შარაგზა...
გასეირნება ჩემი – ქვემო ჭალებისაკენ.
ცოტათი მეტი საბოლოოდ, ვიდრე შამანი
და მარტოობაც კოჭლი ცხენის ჭენებასავით...

ხელჯოხიანი, უხიაგო ბერიკაცივით –
კაკლის ჩრდილქვეშ რომ ვეტანები ხშირად კამათელს.
ღამის სოფელი და იმგვარი მედიტაცია
თვალებში შუქიც უმიზეზოდ რომ ვერ განათებს...

ბერიკაცივით...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები