ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კიპრიდა
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2013


დაიმახსოვრე

გავთბი უშენოდ,
თუმც არ გეგონა,
ლექსის მეგობრად თუ დავრჩებოდი,
რითმის შუშებს რომ თაფლი რგებოდათ
შენს სიახლოვეს მისთვის ვჩემობდი.
შენს სიახლოვეს ვჩემობდი ბავშვი,
დავშლი და ავშლი
წარსულის ფურცლებს,
ღამე ოხუნჯობს მოთეთრო თავშლით
და სულში სევდას აკვანსაც ურწევს.
დაიმახსოვრე მძინარე განცდა,
სიკვდილს რომ აცდა
და ცა იხილა...
ნაზი სიტყვების ველური მკაც და
ქალი...ფიქრი რომ ვერ გაგიმხილა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები