ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პროზა
20 აგვისტო, 2013


"ნაწყვეტები, სურვილების აღმსრულებლის დღიურიდან". ეპიზოდი - V

ეს თქვენ ხართ?
შეიძლება და რა გინდათ?
სიკვდილი არ მინდა.
დაწვრილებით მომიყევით ყმაწვილო და დამიკონკრტეთ რა გსურთ. არ გსურთ, რომ ნელ-ნელა დაბერდეთ, იცხოვროთ ყოველდღიური ცხოვრებით?
არა, ვერ გამიგეთ. სამუდამოდ ასეთად მინდა დავრჩე, არ მსურს დავბერდე, შევიცვალო, მივიღო ტრავმები, ვიავადმყოფო.
ესიგი, შეუღწევადობა გსურთ არა?
დიახ, სწორედ მიმიხვდით, ცხოვრებით მინდა მუდამ რომ ვტკბებოდე.
და ყოველივე ამას მარადისობა სჭირდება?
არ ვიცი, ალბათ დრო დამჭირდება ყოველივე ამაში რომ გავერკვე. ისე, კი უნდა წავიდე, სამსახურში დამაგვიანდება.
სად მუშაობთ?
მებაღეობისთვის საჭირო საქონელს ვყიდი, დილერი ვარ რა, მოკლედ.
კარგი, ეხლა შენს სურვილს ჩავიწერ.
თქვენ რა სერიოზულად მოჰკიდებთ ხელს ჩემი თხოვნის შესრულებას?
დიახ, მაგრამ არაფერი არ უნდა დამიმალოთ.
მე, სიმართლე გითხარით.
სიტყვები კია მართალი, მაგრამ პატიოსნება უფრო რთული გაგების კატეგორია გახლავთ.
მოკლედ, გარიგებას ვდებთ თუ არა? თქვენ დავალებას მაძლევთ მე, ვასრულებ. და სამუდამოდ ვიცოცხლებ?
სხვა პირობებიც არსებობს ჩემო კარგო.
რა?
პირველ რიგში უნდა მითხრათ რაში გჭირდებათ ეს?
ეს მთავარი არ არის. უბრალოდ, ბანძი ცხოვრება კარგზე გავცვალო. ცხოვრების თავიდან დასაწყებად, საერთოდც არ არის საჭირო უკვდავება.
მე, გამოცდილება არ მაქვს, ყოველივეს კი, გამოცდილება სჭირდება.
უნდა გაერკვე?
ხო.
თუ სამუდამოდ გნებავთ სიცოცხლე, დაიწყეთ მოყოლა. პირველ რიგში შეუღწევადობის შესახებ.
ვის უნდა საერთოდ, რომ გაიხრწნას?
ჩვენ ხომ მხოლოდ ამას ვაკეთებთ.
და ვიზრდებით.
არა ვიხრნებით.
ჩვენ, მხოლოდ ხორცი ვართ.
კი, მართალი ხარ პირდაპირი გაგებით.
ხორცი და ძვლები.
საიდან იცი?
მე, დაკვირვებული ვარ.
არა, აქ მგონი კიდევ რაღაც უნდა იყოს.
მამაჩემი სამსახურიდან მწერდა ხოლმე.
მამა? სად არის ეხლა ის? (პაუზა) გამოფხიზლდი და პასუხი გამეცი. გარიგება არ დაივიწყო.
ის, გარდაიცვალა.
როდის ნახეთ ბოლოს?
სიკვდილამდე ერთი წლით ადრე.
ცოცხალი ნახეთ ხომ? როდის ნახეთ მაინც?
(ისევ პაუზა) დასაფლავებისას, და მაშინ დავინახე.
დახურულ კუბოში?
არა, დასაფლავების წინ, სახლში შევიპარე. მასზე დროშა იყო გადაფარებული, თუმცა იქ, სანახავიც არაფერი იყო, რამდენადაც მისგან, აღარაფერი დარჩენილიიყო. ხოდა ამიტომაც, სიკვდილისგან შეუღწევადი და უკვდავი მსურს ვიყო?
წინასწარ სამი ადამიანი აირჩიეთ და რაიმეთი მონიშნოთ. 
რას ნიშნავს ყოველივე ეს?
ნახავთ!
(რამდენიმე დღის შემდეგ)
გუშინ ვიჩხუბე და ერთ ტიპს ცხვირპირი დავუმტვრიე. ეს მონიშვნად მეთვლება, ცხვირი ხომ გაუტეხე?
არა, არ გეთვლებათ.
კი მაგრამ რატომ, ცხვირი ხომ გაუტყდა?
ასე არ გამოდგება.
აბა რა გამოდგება? თქვენ არ მითხარით, რომ ასე გამეკეთებინა?!
ძალზედ მაინტერესებს, მონიშვნად თავად რას მიიჩნევთ?
დასახიჩრებას, ან რაიმე ჭრილობის მიყენებას. ადამიანის მონიშვნა მის დასახიჩრებას არ ნიშნავს?
ამ შემთხვევაში კითხვას მე თქვენ გისვამთ.
არ გადამრიოთ, რა არ იცით თქვენი თხოვნის ქვეშ რა შინაარსის დავალებაა?
მე, მაინტერესებს თქვენ თავად როგორ გესმით ის? ღა არის ის, ღმერთი, სიყვარული? ადამიანები, საუბრისას ბევრ სიტყვებს იყენებენ, თუმცა ისინი, სხვადასხვანაირად ესმით და ხშირად, მათ მნიშვნელობას ყურადღებასაც არ აქცევენ. მოკლედ, როდესაც გეუბნებით მონიშნოთ სამი ადამიანი, ეს თვქნთვის რას ნიშნავს?
სამი ადამიანის დასახიჩრებას.
სამუდამოდ ხომ, სწორად გავიგე?
დიახ, სიცოცხლის ბოლომდე რომ გაჰყვეთ.
თქვენის აზრით გატეხილი ცხვირი ითვლება….
დიახ, მას ეხლა მთლიანი ცხვირი მოგრეხილი აქვს.
და ეს ყველაფერი მას გაჰყვება. 
დიახ, რასაკვირველია თუ პლასტიკურ ოპერაციას არ გაიკეთებს.
მიუხედავად თქვენი მსჯელობისა, დავალება შესრულებული არ არის და თავად უნდა მიხვდეთ, თუ რა იგულისხმება მონიშვნის ქვეშ.
არ ვიცი, წავედი, წავედი და მალე გნახავთ.
(სამი დღის შემდეგ)
მე, ვიფიქრე, თუ რას ნიშნავს ადამაინის მონიშვნა. თუ ეს, ცხვირის გაჭეჭყვა არ გახლავთ, მაშინ რა უნდა იყოს ეს, მართალია?
და რა დასკვნამდე მიხვედით?
სახრახნისამდე. სახრახნისით, თუ ძლიერად მოიქნევთ შესაძლოა ადამიანის მონიშვნა.
ისევ თქვენსას უბერვათ არა?
არა, არა. წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში მიდიხართ და თვალის ცალი ნაწილით ხედავთ, რომ უცებ საიდანღაც სახრახნისი იჩითება, ხელში ღრმად გერჭობათ და ჭრილობიდან სისხლი მოთქრიალებს.
და რა არის ამაში მთავარი სისხლი?
არა, რა სისხლი თუ ძმა ხარ, აქ მოულოდნელობაა მთავარი. თქვენ მიდიხართ ქუჩაში და ფიქრობთ, რომ ყოველივე იმის გამო შეგემთხვათ, რომ ქუჩაში მოძრაობდით და, რომ ქუჩით აღარასდროს ისარგებლებთ. ეს არის ზუსტად მიშანი.
თქვენ, ასე მოგნიშნეს?
დიახ.
თქვენ, აშკარად პროგრესს განიცდით და მიხვდით თუ რეალურად რას ნიშნავს მონიშვნა. თქვენ, მთელი ცხოვრება ასეთად დარჩებით.
(ერთი კვირის შემდეგ)
ამას წინათ, ჩვენთან მაღაზიაში, თესლისთვის ერთი ქალი მოვიდა, მაგრამ არ იცოდა, რომლები უნდოდა. მას, ყვავილები უნდოდა. ადამაინებს არაფერი ესმით, ლამაზია და მორჩა.
მაგრამ მხოლოდ ეს არ არის.
მხოლოდ ეს არა. ყვავილები, იმაზე ხარობენ, რაც მოკვდა და დალპა. ისინი, იმისთვის იზრდებიან, რომ მიგიტყუონ, მტვერი გაავრცელონ, სიცოცხლე გააგრძელონ.
ხოლო მას, ისევ სიკვდილი მოჰყვება, შემდეგ სიცოცხლე და ყველფერი ისევ თავიდან დაიწყება. 
მე ის, მოვნიშნე.
როგორ?
არ ვიცი, ამას ვერ დაინახავ.
მდააა, ამას ვერ დაინახავ!
უბრალოდ, იმ კლუმბებზე საუკეთესო, რაც მას გავუკეთე, არ არსებობს.
კლუმბი, და სულ ეს არის?
მე მას, მამაჩემზე მოვუყევი, როგორი იყო მისი დასაფლავების დღე, დედაჩემზე ველაპარაკე, არც კი, ვიცი ყველაფერი როგორ მოხდა თითქოს, ამ საუბრისკენ მისი, მოთმინება მიბიძგებდა, მოვუყევი, თუ რა იყო ჩემთვის მთავარი და მე, ის მოვნიშნე, მა კი, მე.
მართლაც მოუნიშნიხართ, ისევე, როგორც თქვენ ის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს