ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარმარილო
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
23 აგვისტო, 2013


სტალინის ძეგლის უკან მიმალული ისტორია

დაარბენინებენ მის ძეგლს საუკუნეზე მეტია აქეთ-იქით, მაგრამ მის სახელს და შესრულებულ მისიას არაფერი აკლდება. იმ ადამიანებმა, რომელთაც სტალინის მიმართ უარყოფითი აზრი აქვთ, აუცილებლად უნდა გაიცნონ შემდეგი ისტორიული ფაქტები:

სტალინმა გაანადგურა ლენინური გვარდია: ტროცკი, კამენევი, ზინოვიევი, ბუხარინი, ეიხე, კოსიორი, ტუხაჩევსკი, იაგოდა და სხვები. ამ "ადამიანებმა" (ლენინურმა გვარდიამ) მოაწყო რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება, თავის ოჯახთან ერთად დახვრიტა მირონცხებული მეფე ნიკოლოზ მეორე, შექმნა წითელი ტერორი, შექმნა ხელოვნური შიმშილი, რომელთაც ოც მილიონამდე ადმიანი ემსხვერპლა-მოაწყო მართლმადიდებელთა გენოციდი (იხილე ამავე გვერდზე განთავსებული დოკუმენტური ფილმები). სახელმწიფო გადატრიალების პირველივე დღეებში შექმნა ოჯახის ინსტიტუტის განადგურების და ამოძირკვის და უკიდურესი გარყვნილების დამაკანონებელი ნორმატიული, იურიდიული აქტები, მოაწყო ეკლესიის არნახული დარბევა - ძარცვა-გლეჯა და სასულიერო პირთა გენოციდი, რომელსაც ასი ათასობით სასულიერო პირი ემსხვერპლა. დაამყარა უკიდურესი ათეისტური რეჟიმი. შექმნა საკონცენტრაციო ბანაკები, გააყალბა მართლმადიდებელი ქვეყნების ისტორიები - ამ ქვეყნებს საკუთარი მეფეები და წმიდანები და გამოჩენილი ადამიანები წურბელებად, ექპლუატატორებად, სისხლის მსმელებად და ხალხის მტრებად წარმოუჩინა. დაუდგინა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „არჩევნები“, რომელიც არც საყოველთაო იყო, არც პირდაპირი და არც ფარული (თავადაზნაურობას და მათ ნათესავებს, ეკლესიის მსახურებს და მათ ნათესავებს, მეფის არმიის ოფიცრებს და მათ ნათესავებს, ინტელიგენციას, მაშინდელი ბიზნესის მქონე ხალხს და მდიდარ გლეხებს და მათ ნათესავებს არ ქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მათ ეძახოდნენ ეგრეთ წოდებულ „ლიშენცებს“. ესენი იყვნენ მაშინდელი რუსეთის მოსახლეობის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაწილი. არჩევნები არ იყო ფარული, არამედ ხელის აწევით ხდებოდა საუთარი ნების გამოხატვა და ვინც ლენინური გვარდიის წინააღმდეგ გაბედავდა ხელის აწევას, ადგილზე ხვრეტდნენ).
სტალინმა გაანადგურა ლენინური გვარდია, გააუქმა ოჯახის წინააღმდეგ მიმართული და გარყვნილების დამაკანონებელი ნორმატიული საკანონმდებლო აქტები, აკრძალა აბორტი და სოდომური ცოდვები, აკრძალა ისტორიის გამაყალბებელი სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები და მართლმადიდებელი ქვეყნების დიდ მეფეებს, წმიდანებს, მწერლებსა და პოეტებს, საზოგადო მოღვაწეებს დაუბრუნა თავიანთი საკადრისი ღირსება და პატივი. გააუქმა ლენინის და ტროცკის ბოროტმოქმედი კონსტიტუციები, გააუქმა „ლიშენცების“ სისტემა, არჩევნები გახადა საყოველთაო, პირდაპირი და ფარული. აი ამ კონსტიტუციის გამო ლენინურმა გვარდიამ დაიწყო ქვეყანაში ტერორი, იმიტომ, რომ ხალხს ისინი ჭირივით სძულდა და არავინ არ აირჩევდა მათ. ლენინურმა გვარდიამ დაიწყო შესაძლო კონკურენტების მასიური განადგურება მთელ რუსეთში. მათ სტალინს წაუყენეს ულტიმატუმი, რომ ქვეყანაში ამოქმედებულიყო „ტროიკათა“ სისტემა. თუკი სტალინი ამას არ მიიღებდა, მაშინ მას დაემუქრენ, რომ ცკ-ს პირველივე პლენუმზე გენერალური მდივნობიდან გადაირჩევდნენ, რასაც თავისთავად მოყვებოდა სტალინის ფიზიკური ლიკვიდაცია და ლენინური გვარდიის საბოლოოდ დარჩენა ხელისუფლების სათავეში. სტალინმა დათმო და ერთი წლის შემდეგ მოაწყო ისე, რომ ამ მასობრივი ტერორების ყველა ორგანიზატორი საჩვენებელი სასამართლოებით გაასამართლა და დახვრიტა - თავიანთ ტერორს გადააყოლა.
როგორც ცნობილია ლენინური გვარდია (მეხუთე კოლონა) მთლიანად იმართებოდა ევრო ამერიკული ალიანსიდან. დოკუმენტალურად დადასტურებულია რომ რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს და მათ აფინანსებდნენ ამერიკის, გერმანიის, ინგლისის, საფრანგეთის და ევროპის სხვა ქვეყნების ბანკები და ხელისუფლებები. ამ დაფინანსებათა კოორდინატორი იყო ოდიოზური ფიგურა - პარვუსი (გელფანდი). ხოლო ლენინი, ტროცკი და სვერდლოვი პარვუსის ინსტრუქციებს ასრულებდნენ.
ამავე პერიოდში სტალინი თანდათან აჩერებს ეკლესიის დევნას და ლენინური გვარდიის - მეხუთე კოლონის განადგურების შემდეგ იწყებს ეკლესიის აღორძინებას. ათავისუფლებს ციხეებში მყოფ სასულიერო პირებს და მორწმუნე ხალხს, სამამულო ომის დროს რუსეთის ეკლესიას აურჩევს პატრიარქს, ხსნის ოცდაერთიათასამდე ეკლესიას, მონასტრებს, სემინარია აკადემიებს. მისი უშუალო ჩარევით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სცნობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას, რაც ქართველი ერისათვის თავისთავად ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტია. ამავე პერიოდში სტალინი დე გოლს და საფრანგეთის მთავრობას საქართველოში უკლებლად აბრუნებინებს მენშევიკების მიერ გატანილ და იმ დროისათვის ფაქტიურად უკვე დაკარგულ, ეროვნულ განძს. სტალინი ამარცხებს ფაშიზმს, ანადგურებს და აუქმებს ყველა -პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ინტერნაციონალებს და კომინტერნს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აუქმებს ბრესტის უნიას და რომის პაპის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში მითვისებულ ასიათასამდე სამრევლოს და ეკლესიებს გადასცემს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. აყალიბებს ანტიკათოლიკურ, ანტიპროტესტანტულ და ანტიეკუმენისტურ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების ერთიან ფრონტს. აძევებს დოლარს თავისი იმპერიის ფინანსური არეალიდან, და თანდათან ამზადებს კომუნისტური პარტიის ლიკვიდაციას, რომელსაც აშკარად განაცხადებს კომუნისტური პარტიის მეცხრამეტე ყრილობაზე 1952 წლის ოქტომბერში, რასაც მოყვება მისი ვერაგული მოკვლა იმ ძალების მიერ, რომლებმაც შექმნეს, დააფინანსეს და რუსეთში შემოაგზავნეს ლენინური გვარდია და მათი ბოლშევიზმი (კომუნიზმი).
რა არის გასაკვირი, რომ ასეთი პიროვნების ძეგლის აღდგენას ითხოვდნენ მისსავე სამშობლოში?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები