ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2013


ფრანი - გვირაბი ძაფში

ილევა საღამო, ღამდება და ისევ
ედება სამყაროს საბანი ცხრა ფენად.
რა დალევს უძილოდ დალეულ დაისებს?..
შეხედე: მთვარეა, მთვარეა რამხელა!

ქვეყნად კი, თავს ათრევ, ვით ბავშვი პიპიას:
აყუდებ ჯოხივით სხეულს და იძინებ.
სიზმრები, ბუშტივით ქარდაქარ მიჰქრიან,
სადაც შენ არ გახსოვს სხეულის სიმძიმე...

იგონებ: ოდესღაც, მას ძაფი მიაბი
(ბუშტივით), გეჭირა მთვარე და სინათლე...
არადა გრძელია ამ ღამის გვირაბი,
სადაც შენს სხეულს, ვით პიპიას მიათრევ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს