ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: თარგმანი
29 აგვისტო, 2013


Сергей Есенин

МОИ МЕЧТЫ

ჩემი ნატვრები შორეთს ეტრფიან,
სადაც გოდების, კვნესის ხმა ისმის.
უცხოთა სევდა, მათთვის ერთია,
ვით მძიმე ტანჯვით სავსე სასმისი.

მე ძალმიძს იქ რომ საჩემო ვპოვო,
ხალისი ყოფის, თრობა მისითვე
და ბედის ჯიბრზე, თუ საპირწონოდ,
სხვა შთაგონებას მოვძებნი იქვე.


Мои мечты стремятся вдаль,
Где слышны вопли и рыданья,
Чужую разделить печаль
И муки тяжкого страданья.

Я там могу найти себе
Отраду в жизни, упоенье,
И там, наперекор судьбе,
Искать я буду вдохновенья.


* * *


მშვიდობით ჩემო, ძმაო, მშვიდობით.
ჩემო ძვირფასო, ბინა მკერდში გაქვს.
გზა კი, გვპირდება: ერთურთს ვიპოვნით
განშორებას რომ მანამდე გვიქადს.

მშვიდობით, უტყვად, არ გართმევ ხელსაც,
არ მოიწყინო და ნურც ინაღვლებ, -
ძველი ხილია სიკვდილთან შეხლა,
თუმც არც ყოფნაა, რამე სიახლე.


До свиданья, друг мой, до свиданья.
Милый мой, ты у меня в груди.
Предназначенное расставанье
Обещает встречу впереди.

До свиданья, друг мой, без руки, без слова,
Не грусти и не печаль бровей,-
В этой жизни умирать не ново,
Но и жить, конечно, не новей.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები