ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2013


პოეტის ლოცვა

ღმერთო, პოეტის ნიჭი მომეც რად,
რისი თქმა გსურდა ჩემი კალამით?
ვგდებულიყავი წერის უმეცრად,
დავკავდებოდი ათას სხვა რამით...

შევისწავლიდი ხატვას, ტილოზე
ვამეტყველებდი ბუნებას ფუნჯით...
ნახატს გავცვლიდი ჭიქა ღვინოზე
და ვიკმარებდი სასმელს საუნჯედ...

გულს დავუდებდი ფორტეპიანოს
კლავიშებს – ნოტებს შევრთავდი ცოლად,
ყურს მოვტაცებდი ადამიანებს,
ვიცი, შევძლებდი ამას, იოლად...

ვყოფილიყავი თუ გინდა ხურო,
ანდა მჭედელი, რა მოხდებოდა?!
ცხვარში მეშოვნა მე სამსახური
ან მებადურის ბედი მრგებოდა...

მაგრამ ვინ იცის, ეგებ უფალო,
მართლა გსურს რამის თქმა ჩემი კალმით?..
და გთხოვ, თუ იტყვი, აღარ მაწვალო,
მყისვე სიცოცხლეს გამომასალმე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები