ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო_018
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2013


ამ მთების იქეთ ჩემი მთებია

ამ მთების იქეთ სულ სხვა მთებია,
სულ სხვა სუნი აქვთ იქ თურმე იებს,
ჰო,უამრავი გოლგოთებია
ვნახე და ისევ ცრემლებმა მძლიეს.
ამ მთების იქეთ სულ სხვა მთებია
სულ სხვა კალაპოტს იღებს მდინარე,
ჰო,ჩამოშლილი გუმბათებია
და უშენებენ ტაძრებს მინარეთს.
ამ მთების იქეთ სულ სხვა მთებია
თუმცა კვლავ ისმის ლაზური ნანა,
ჰო, სახეები იკვეთებიან
იმ წინაპართა მიწას რომ წვანან.
რამდენ წელს ვითვლი უკვე წლებია
მჯერა აღდგება რწმენა მძინარე,
ამ მთების იქეთ ჩემი მთებია
გუმბათი შეცვლის ისევ მინარეთს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს