ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პროზა
29 აგვისტო, 2013


დაშრება ზღვა

შენ არ გიყვარს სურათების გადაღება და მე ვიცი რატომ.. შენი სახე ნაწერებში  ჩანს და ისინი შემოინახავენ მას უკეთ, ვიდრე აპარატით დაჭერილი რაღაც მიმიკა.

  ერთ დღეს, როცა ოცნება მოსწყინდება ქალს, როცა მათხოვარი გაიხდის დახეულ ფეხსაცმელს და ნიკოტინით გაყვითლებული თითები დაიბრუნებენ ბავშვურ ფერს, შენ ტანსაცმელივით ჩაიცვამ იმედს და ძველ სახლს უბრალოდ კი არ ჩაუვლი (როგორც ბევრჯერ) მიხვალ კართან, სამსახურიდან მოსული ქმრის დაღლილი მოძრაობით გააღებ კარს და მოგინდება აღარასოდეს წახვიდე სახლიდან.

  ჩვენ ისევ ის თევზები ვართ ზღვამ რომ ნაპირზე გამორიყა და ჰაერი სულს გვიხუთავს, მაგრამ ვიცი, სხვა თევზებივით არ გახდები ყალბი სამყაროს მკვიდრი და არ იცხოვრებ აკვარიუმში. ნურც ოქროს თევზობას დაიბრალებ. ვერ შეძლებ ადამიანთა სურვილებს ბოლომდე შეწვდე. დაე დავიხოცოთ!

  ბევრს სჯერა, რომ მუდამ იფრენენ თოლიები ზღვის თავზე, ჩვენ ვიცით, რომ ერთ დღეს დაშრება ზღვა...

  და თუმცა მთვრალი კაცის ნაბიჯებით დავდივართ, ბევრ ფხიზელზე უფრო სწორია ჩვენი გზა.

  მე მჯერა, რომ ერთ დღეს დაბრუნდები სახლში და ისიც, რომ ერთ დღეს დაშრება ზღვა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები