მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ბეს247
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2013
ფშავი
აქ პოეზიას სუნთქავ ფილტვებით
და ვაჟას სული მეფობს უკვდავი.
ვერ გამოხატავ სათქმელს სიტყვებით,_
რა შეგრძნებაა იხილო ფშავი!
აქ ხარობს დეკა, ღვია და ქუჩი;
ღამის გუშაგი ბუ, ხან ჭოტია;
მთის წყარო კლდე სალს ჩაუკრავს გულში;
მთვარეს შეჰყმუის მგელი ტოტია;
ჩხიკვთა ქორწილი ალხენს ხმელ წიფელს;
ჭალაში შლეგი შხუის არაგვი;
ირაოს შეკრავს ფრინველთ ხელმწიფე;
აქ ყუნჭს იისთვის უთქვამს არაკი;
ქედები, კლდე-ღრე, ღელე და ხევი,
ობოლ შვლის ნუკრის ცრემლის კურცხლები,
სულის წიგნიდან ამონახევი,
გამოუთქმელი გრძნობის ფურცლები!
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
3.
მომეწონა. 5.
მომეწონა. 5.
თემური57.
2013-09-01 14:44:14
2.
+++
+++
გურამ ლაცაბიძე.
2013-09-01 13:28:32
1.
მიყვარს ფშავი, კერძოდ ჩარგალი... შარშანწინ ვიყავი პირველად... ემოციებით დატვირთული წამოვედი.
მიყვარს ფშავი, კერძოდ ჩარგალი... შარშანწინ ვიყავი პირველად... ემოციებით დატვირთული წამოვედი.
ოთარ რურუა.
2013-09-01 11:07:10
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
05.06.2026 03:42:00