 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 1 სექტემბერი, 2013 |
განრინებულ (1) არს ყოვლისაგან! გუჯარი (2) ღვთისგან!
თვალგახელებას ცისკრობა წამოეწია. ეულქალობას შეჩვეულს შვილიც ერთობლად შემორჩა. კოსმიურ ძალებზე დაყრდნობით გამოზრდილ მშობელს, მომავლის რწმენის თავისებურებები თავნებად შეუჩნდა სულის საკვებად. იწყო მსვლელობა საეკლესიოდ, და რა ჟამს მოისმინა რუსულად წირვა-გალობა, გულს აძმარებული სისხლის გატარება გაუჭირდა. ღვთისმშობლის წინ დადგა... თვალებში მორიდებით ჩახედა და... კვანჩხი (3) გაუწოდა მარიამმა, მასში გუში(4) ღვინო ესხა. „მოსვიო“ ჩურჩულით უთხრა... მხოლოდ გადასვა. „ვერ გამოვცლიო“, მორიდებით გასცა პასუხი კვართით შემოსილს. „გამოსცლი და კვანჩხიც გაქრება, მეც ხატებად ვიქცევი კვლავ შენ წინაშე!“ - შერცხვა მშობელს და გამოსცალა გუში ღვინო. თვალები დაიხუჭა და ასოებს დაუწყო კითხა, რომლებიც ქუთუთოებს შიგნით აეწება სწორედ ისე, როგორც წვიმიან ამინდში ხიდან ჩამოცვენილი ფოთლები დედამიწას. „შენ მარტოხელა მეომარი ხარ, მიხმე ყოველთვის!“ ჩაესმა ხმა.
*** შენ მომიარე... თოთო ვიყავ კაცად მაქციე. თოთო წლიდან კაცობამდე მანძილს პირღიმილიანობით ვიხსენებ. დღეთა სიუხვე საკლასო მერხიდან ნაამბობ მოთხრობებსა თუ ლექსებს მაგონებს. ყველა შენზე წერდა? რა უცნაურია?! როდის გაიცანი ისინი? შეიძლება ისინი გიცნობდნენ ან გეძებდნენ... მე შენთან ვარ და ეგოისტი ვარ. ყველა მწერალი მიყვარს რადგან გმირად გაქციეს და სწორედ ისე მძულს ისინი როგორც ის სიყვარული, რომელიც ფურცლებში უკითხავად გააშიშვლეს! ვცდილობ შენზე დავწერო, მაგრამ ცრემლებით ვავსებ კვანჩხს... შენ არასოდეს იყავი მარტო! გაიხსენე დედა! იმ კვანჩხიდან მეც ვიგემე გუში ღვინო...
***
თვალგახელებას ცისკრობა წამოეწია. ყოველი დღის მზისწვერობისას ერთს დაიძახებს და ოთახის კარს შეუღებს შვილიშვილი. შემდეგ ის მამას გასძახებს: „ბებო გეძახისო“. დედის ხმაში წლების კვნესა იკითხება, კიდურებში ჯაფა სარკისებურია, თვალებში კვლავ ის სითბოა, სიყვარულია რომლითაც პირველად დახედა ჩვილ და უმწეო ღვთის არსებას. მხოლოდ გულია მძიმე და დარდიანი! კვლავ მომავალზე ფიქრობს და არა პენსიაზე. მზის შუაგულობა ჩამოწვა, ზღვიდან ზლაზვნით წამოსული დასვრეტილი ღრუბელი ადამის ხელიდან ასროლილ ბამბას ჰგავდა, ხოლო ნასვრეტებში გამოჩრილი სილურჯე ევას მიერ მოქარგულ იასამნის ფურცლებს. ფანჯარასთან საათობით იჯდა ქალბატონი, ირგვლივ შვილიშვილები ტრიალებდნენ და თამაშით ართობდნენ მას. ის ავად არის, მაგრამ არა... „შვილო, ამაყენე“, სთხოვა რძალს. „შვილო, დამსვი სკამზე“, სთხოვა შვილს. „ბებო, მოდი მოგეფერო“, უთხრა უფროს შვილიშვილს. „შენც, ბებო, მოდი ჩემთან!“ - მიირბინა მასთან უმცროსმა. „მიყვარხართ!“ - ბოლოს მხოლოდ ამას იტყვის და ღვთისმშობელს სწორედ მაშინ შეაწუხებს! ეტყვის მას: „ღვთისმშობელო დამილოცე ისინი!“
*** თორნი (5) ემოსა და ამორძალს ჰგავდა დედა. პერანგის თითო რგოლი თითო დღის სიმბოლოდ ექცია ღვთისმშობელს... ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში იდგა მამაკაცი სანთლით ხელში. ალი ცას სწვდებოდა, ნათელ ფერებში შემოსილი, გარინდული შესცქეროდა მარიამს... ქვადგცეული სხეული ახალ ლოცვას ამბობდა მის წინაშე:
გუჯარი ღვთისგან - „დედაო! მშობელო უფლისა და ჩემო, წყალობას ვითხოვ და შენდობას შენგან. წმინდა ჰყვენ სახლობა სულისა ჩემისა და სამკვიდრებელი სულისა ჩემისა დაიცავი ჭრილობათაგან წლობისა. წყლულება ჰყავ სულზე ჩემსაზე რათა ვილოცო მშობლისთვის ჩემი... ვმონებდე მას ისე როგორც სიყვარულისთვის ვიღვწი შენდამი! განრინებულ ჰყავ ყოვლისაგან! შენ ღვითსმშობელო მარიამ, დედაო ყოვლისა შემოქმედისა, იხსენ ავადმყოფი შენი და მიეც მას ძალა სალოცავად ჩემთვის და მომავლისთვის. ის დედაა ქართველთა და დედაა პირველი და ერთადერთი ჩემი! კიდევ ერთხელ გაუწოდე ხელი კვანჩხიანი, სავსე გუში ღვინით რათა დალოცოს შენებრ, ერი და დატოვოს სიტყვა ამორძალი მე-ომარისა!“
თავი დახარა მამაკაცმა, პირჯვარი გამოისახა და ცრემლების ყლაპვით სამჯერ შემოუარა ტაძარს. „დედა - შენ ჩემი მე-ომარი ხარ! ღვთისმშობელო გიხაროდენ...“ ჭიშკართან დატოვა სიტყვა ჭეშმარიტი.
----------------------------
განრინება - გარდაჩენა, მორჩენა. გუჯარი - დიდი სიგელი, ნ.წერილი. კვანჩხი - მცირე სასმისი იყისა. გუში - კოდის ნაოთხალი თორნი - ტანსაცვამი რკინისა.
გიგო რიონელი 18 აგვისტო 2013 წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2 1 სექტემბერი, 2013 ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2 1 სექტემბერი, 2013
2. კარგია. თავი ,,ხატობაზე" წარმოვიდგინე. ხევისბერი რომ წარმოთქვამს წმინდა სიტყვას. 5 კარგია. თავი ,,ხატობაზე" წარმოვიდგინე. ხევისბერი რომ წარმოთქვამს წმინდა სიტყვას. 5
1. ძალიან მომეწონა, ძალიან იმოქმედა ჩემზე, ჩემს სულში გაიარა,
ეს შედევრია!
ძალიან მომეწონა, ძალიან იმოქმედა ჩემზე, ჩემს სულში გაიარა,
ეს შედევრია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|