ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2013


მუდო

ხასიათის პატრონი გავხდი - ძალზედ უჟმურის,
რაც დრო გადის (მით უფრო), ყურს არავის ვუგდებ;
გულში ვყურყუმელაობ, ზარის ხმა მდის წურწურით...
ხასიათის პატრონი გავხდი - ძალზედ უჟმურის:
მზის დღესასწაულზეც რომ ისევ მთვარეს ვუყმუი;
ზანტი მოსიყვარულე და მეგობარი - მრუდე.
ხასიათის პატრონი გავხდი - ძალზედ უჟმურის,
რაც დრო გადის (მით უფრო), ყურს არავის ვუგდებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები