დილა მშვიდობის ჩემო ქვეყანავ,მე შენი რიგითი მოქალაქე ვარ.
მე ვყრი შენს ქუჩებში ნაგავს, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბევრი ნაგვის ბუნკერია. მე დავლიე ქალების სადღეგრძელო სუფრაზე, სახლში მისულმა კი მაინც ვაგინე საკუთარ ცოლს. მე დავლიე დედების სადღეგრძელო, ბოზიშვილი ვიყო დავლიე! მე დაგიდგი სტალინის ძეგლი და და ლექსი მივუძღვენი დიდ ბელადს. მე მოვკალი ილია. ალბათ,ახლა რომ ცოცხალი იყოს კვლავაც მოვკლავდი რადგან მე არ მიყვარს სიმართლის პირში თქმა. მე ვერასდროს დავუშვებ საპირისპირო აზრს, დაიმახსოვრე, რომ ყოველთვის მე ვარ მართალი.
შუა დღე მშვიდობისა საქართველოვ! მე მქვია ლამარა და შემიძლია მძინარემაც გითხრა მეზობელი გოგონები რომელ საათზე ბრუნდებიან სახლში. შემიძლია გითხრა ჩემი რძალი და ბიჭი რაზე საუბრობენ საძინებელში. ხოო, მე კიდევ ბევრი რამ შემიძლია. ჩემს ქმარს ლუარსაბს ეძახიან მე კი ხანდახან მოფერებით დარეჯანს. მე შენი მოქალაქე ვარ და მეამაყება, რომ მხოლოდ საქართველოში ვიცლით 20 დღე გადაბმულად საქეიფოდ, 31 დეკემბრიდან ოც იანვრამდე. დიახ! მე ვიცი კაცი სუფრაზე იცნობა და მაშინ ფასობს თუ მისი დალეული ყანწების რაოდენობა აღემატება ათს (ავღნიშნავ რომ საპირფარეშოში გასვლა არაა გათვალისწინებული)
საღამომშვიდობისა საქართველოვ! შენ არ გეწყინოს,მაგრამ შენზე მეტად მე მეზობლების ახალი ამბები მაინტერესებს. სხვისი ცხოვრება საინტერესოა,არ გავს იმ საგნებს სკოლასა და უნივერსიტეტში რომ მასწავლიდნენ. შენ არ გეცოდინება ჩემო ქვეყანავ და გეტყვი: იცი? ჩვენ ერთი სასწაულმოქმედი ბიძიაც გვყავს კუზანოვი, ჩვენს გოგოებს სიწმინდეს უბრუნებს, მერე ცოლად წმინდანები მოგვყავს. თუმცა, არსებობს ექსპერტიზაც სადაც ჩვენი ცოლები (წმინდანები) მიგვყავს და ვრწმუნდებით მართლაც აქვთ ფრთები თუ დაცემული ანგელოზი შევათრიეთ ოჯახში.
ძილინებისა საქართველოვ, და მაპატიე, მე შენი რიგითი მოქალაქე ვარ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ძილინებისა საქართველოვ და ნუ მაპატიებ, რომ შენი რიგითი მოქალაქე ვარ... (როჟაახეული თუ როჟაასახევი)
ძილინებისა საქართველოვ და ნუ მაპატიებ, რომ შენი რიგითი მოქალაქე ვარ... (როჟაახეული თუ როჟაასახევი)
24. ზოგადად ამგვარი კრიტიკა მისაღებია და კარგია რომ ისმის ლიტ. საიტებზე.. ეს საზოგადოებრივი კულტურის გაჯანსაღებას უწყობს ხელს.. თუმცა როგორც ყველა კრიტიკაში აქაც არის საკამათო თემები..
მთლიანობაში მე პირადად ამას დადებითად ვაფასებ.. სწორი დეტალებია გამოკვეთილი..
+5 ზოგადად ამგვარი კრიტიკა მისაღებია და კარგია რომ ისმის ლიტ. საიტებზე.. ეს საზოგადოებრივი კულტურის გაჯანსაღებას უწყობს ხელს.. თუმცა როგორც ყველა კრიტიკაში აქაც არის საკამათო თემები..
მთლიანობაში მე პირადად ამას დადებითად ვაფასებ.. სწორი დეტალებია გამოკვეთილი..
+5
22. ოსამა ბინ ლადენ. მადლობა :)) (შენ ვფიქრობი მოგეწონებოდა,მიუხედავად იმსა რომ არ გიცნობ :))) ნუ მთლად ასეთი პირდაპირობა არ მითხოვია :დ
ოსამა ბინ ლადენ. მადლობა :)) (შენ ვფიქრობი მოგეწონებოდა,მიუხედავად იმსა რომ არ გიცნობ :))) ნუ მთლად ასეთი პირდაპირობა არ მითხოვია :დ
21. პირდაპირ? ოკ:
თემური57 და მუხა ტიპური პერსონაჟები არიან აშკარად ამ ნაწარმოების.
და ნაწარმოები მომეწონა : ))
პირდაპირ? ოკ:
თემური57 და მუხა ტიპური პერსონაჟები არიან აშკარად ამ ნაწარმოების.
და ნაწარმოები მომეწონა : ))
20. ოსამა ბინ ლადენ. სიმართლე გითხრა კარგად ვერ მივხვდი რა დაწერე,ვერც შენი მოსაზრება გავიგე ჩანაწერზე ოსამა ბინ ლადენ. სიმართლე გითხრა კარგად ვერ მივხვდი რა დაწერე,ვერც შენი მოსაზრება გავიგე ჩანაწერზე
19. ოოღმერთო... კომენტარებშიც გაგრძელდა შენი ნაწარმოები... : ))) ისე, არ მეგონა ვინმეს გამობედაობა თუ ეყოფოდა და ნაწერი არ მოეწონებოდა. ვიმეორებ: არ მოეწონებოდა. გიცანით "რიგითო მოქალაქეებო: )) თავი გასცა აქ რამდენიმემ.
საღოლ. საღოლ. საღოლ.
პ.ს. ზედმეტად კრიტიკული ვარ ზოგადად მარა ახლა მაგრად ასწორებს ეს, კი. კიდე რაღაცის დაწერა მინდოდა და დამავიწყდა ხდდ
ოოღმერთო... კომენტარებშიც გაგრძელდა შენი ნაწარმოები... : ))) ისე, არ მეგონა ვინმეს გამობედაობა თუ ეყოფოდა და ნაწერი არ მოეწონებოდა. ვიმეორებ: არ მოეწონებოდა. გიცანით "რიგითო მოქალაქეებო: )) თავი გასცა აქ რამდენიმემ.
საღოლ. საღოლ. საღოლ.
პ.ს. ზედმეტად კრიტიკული ვარ ზოგადად მარა ახლა მაგრად ასწორებს ეს, კი. კიდე რაღაცის დაწერა მინდოდა და დამავიწყდა ხდდ
18. ნეფერტარი. ასი ნამდვილად ზედმეტია ამ პოსტისთვის,გაიხარეთ ნეფერტარი. ასი ნამდვილად ზედმეტია ამ პოსტისთვის,გაიხარეთ
17. 5 ქულა დაგიწერე. ასი რომ შემეძლოს ასივე ქულას დავტოვებდი აქ დაუნანებლად. ალალ მე - ალალ შენ. 5 ქულა დაგიწერე. ასი რომ შემეძლოს ასივე ქულას დავტოვებდი აქ დაუნანებლად. ალალ მე - ალალ შენ.
16. მაგარი ვინმე ხარ შენ. ძალიან კარგად გაგიგე ყველაფერი.
ისე კუზანოვამდეც ბევრი ექიმი იყო მაგ საქმით დაკავებული. უბრალოდ არ აბაზრებდნენ. თითქმის ყოველ მე-5 გინეკოლოგს შეუძლია მაგ ოპერაციის გაკეთება და არც თუ ძვირად. მაგარი ვინმე ხარ შენ. ძალიან კარგად გაგიგე ყველაფერი.
ისე კუზანოვამდეც ბევრი ექიმი იყო მაგ საქმით დაკავებული. უბრალოდ არ აბაზრებდნენ. თითქმის ყოველ მე-5 გინეკოლოგს შეუძლია მაგ ოპერაციის გაკეთება და არც თუ ძვირად.
15. მე როგორც რიგითი წევრი ურაკპარაკისა, ნაწერი არ მომეწონა. ჟანრი გაურკვეველი. ,
მგონი, პიროვნების ნამდვილი გვარის აღნიშვნა არა ეთიკური უნდა იყოს.
მე როგორც რიგითი წევრი ურაკპარაკისა, ნაწერი არ მომეწონა. ჟანრი გაურკვეველი. ,
მგონი, პიროვნების ნამდვილი გვარის აღნიშვნა არა ეთიკური უნდა იყოს.
14. თამთა.... გაიხარე,მადლობა შენ ინტერესისთვის თამთა.... გაიხარე,მადლობა შენ ინტერესისთვის
13. ჰოდა სწორედ ეგ დანახვა მომეწონა ავტორის.. საინტერესო ავტორი ხართ. ყოველ ახალ ნაწერს სიამოვნებით ვეცნობი თქვენსას. ჰოდა სწორედ ეგ დანახვა მომეწონა ავტორის.. საინტერესო ავტორი ხართ. ყოველ ახალ ნაწერს სიამოვნებით ვეცნობი თქვენსას.
12. თამთა.... მადლობა თამთა,მოსაწონი რამდენადაა არვიცი მაგრამ მთავარია დანახვა,გაიხარე. თამთა.... მადლობა თამთა,მოსაწონი რამდენადაა არვიცი მაგრამ მთავარია დანახვა,გაიხარე.
11. ,,მე დავლიე დედების სადღეგრძელო, ბოზიშვილი ვიყო დავლიე!"_მაგარი იყო..
ზუსტად აღწერილი მწარე რეალობა.. ბევრი++++++ ჩემგან.. ,,მე დავლიე დედების სადღეგრძელო, ბოზიშვილი ვიყო დავლიე!"_მაგარი იყო..
ზუსტად აღწერილი მწარე რეალობა.. ბევრი++++++ ჩემგან..
10. ამის არსებობა სირცხვილია თავისთავად, მაგრამ იმედია არასდროს დადგება ის დრო, რომ ეს, როგორც კომენტარში აღბიშნეთ, " ნორმად მიღებული არანორმალურობა" გახდება. ამას ვგულისხმობდი. როგორც გავიგე, არის ამ საზიზღრობის კლების ტენდენცია... ამ ყველაფრის მიზეზს კი კონკრეტული სახელი აქვს - ზედმეტად პატრიარქალური საზოგადოება და საზოგადოებაში გამეფებული სექსიზმი.
ამის არსებობა სირცხვილია თავისთავად, მაგრამ იმედია არასდროს დადგება ის დრო, რომ ეს, როგორც კომენტარში აღბიშნეთ, " ნორმად მიღებული არანორმალურობა" გახდება. ამას ვგულისხმობდი. როგორც გავიგე, არის ამ საზიზღრობის კლების ტენდენცია... ამ ყველაფრის მიზეზს კი კონკრეტული სახელი აქვს - ზედმეტად პატრიარქალური საზოგადოება და საზოგადოებაში გამეფებული სექსიზმი.
9. ლუტეცია. აბსოლიტურად ყველაფერში გეთანხმები რაც დაწერე,იმაშიც რომ ჩემი სტილი ესა არაა და დიდ სიამოვნებას არ მანიჭებდა ამის წერა,წინა ჩანაწერები სრულიად სხვა სტლია. მაგრამ უკვე ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი.რაც შეეხება ,,კუზანოვის გოგონებს" ზოგადად მაგის არსებობა უკვე სირცხვილია,რაოდენბას რომ თავი დავანებოთ ლუტეცია. აბსოლიტურად ყველაფერში გეთანხმები რაც დაწერე,იმაშიც რომ ჩემი სტილი ესა არაა და დიდ სიამოვნებას არ მანიჭებდა ამის წერა,წინა ჩანაწერები სრულიად სხვა სტლია. მაგრამ უკვე ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი.რაც შეეხება ,,კუზანოვის გოგონებს" ზოგადად მაგის არსებობა უკვე სირცხვილია,რაოდენბას რომ თავი დავანებოთ
8. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, თუმცა ასე მკაცრად განზოგადებას ვერ დავეთანხმებოდი... მაგალითად, კუზანოვის მიერ ქალიშვილობააღდგენილი გოგონები... არის ასეთი ფაქტები, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ნორმა არ არის. მე ასე მგონია და თუ ვცდები, ძალიან სამწუხაროა... თან ამ ყველაფერზე ხომ ბევრი გვიფიქრია, და ბევრჯერაც გვისაუბრია ამაზე... ასეთ თემატიკაზე წერა საჭიროა რა თქმა უნდა, თუმცა ამ ავტორისგან ცოტა უფრო მაღალმხატვრულ ტექსტს, ახლებურ გადმოცემას ველოდი უბრალოდ, სხვა არაფერი... ფაქტია, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, თუმცა ასე მკაცრად განზოგადებას ვერ დავეთანხმებოდი... მაგალითად, კუზანოვის მიერ ქალიშვილობააღდგენილი გოგონები... არის ასეთი ფაქტები, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ნორმა არ არის. მე ასე მგონია და თუ ვცდები, ძალიან სამწუხაროა... თან ამ ყველაფერზე ხომ ბევრი გვიფიქრია, და ბევრჯერაც გვისაუბრია ამაზე... ასეთ თემატიკაზე წერა საჭიროა რა თქმა უნდა, თუმცა ამ ავტორისგან ცოტა უფრო მაღალმხატვრულ ტექსტს, ახლებურ გადმოცემას ველოდი უბრალოდ, სხვა არაფერი...
7. ერთი ფრაზის ბრალია ეგ არაფერი :) მთავარია დანარჩენი ასი შეგემჩნიათ ^_^ და თუ მხოლოდ ეგ გაგიკვირდათ, რომ ქალის პირით ნათქვამი გეგონათ მაგას რა უჭირს ერთი ფრაზის ბრალია ეგ არაფერი :) მთავარია დანარჩენი ასი შეგემჩნიათ ^_^ და თუ მხოლოდ ეგ გაგიკვირდათ, რომ ქალის პირით ნათქვამი გეგონათ მაგას რა უჭირს
6. მესამეჯერაც მითხარით, არ არის პრობლემა :)) მე მკითხველი ვარ და სიუჟეტს მივყვები. სიუჟეტურად ასეა ან "მე შენი მოქალაქე ვარ და... " ამ სიტყვებზე გადასვლა ცუდადაა გაკეთებული.
ეს არ არის კრიტიკა-პუბლიცისტიკა, არის პროზაული ნაწარმოები და შესაბამისად კითხვებიც გამიჩნდა. მოკლედ, არ გამიბრაზდეთ, თუ რაღაც ასპექტში არ დაგეთანხმეთ ან ვერ გავიგე... ჩემი ბრალია თუ ტექსტის, თქვენ გადაწყვიტეთ.
მესამეჯერაც მითხარით, არ არის პრობლემა :)) მე მკითხველი ვარ და სიუჟეტს მივყვები. სიუჟეტურად ასეა ან "მე შენი მოქალაქე ვარ და... " ამ სიტყვებზე გადასვლა ცუდადაა გაკეთებული.
ეს არ არის კრიტიკა-პუბლიცისტიკა, არის პროზაული ნაწარმოები და შესაბამისად კითხვებიც გამიჩნდა. მოკლედ, არ გამიბრაზდეთ, თუ რაღაც ასპექტში არ დაგეთანხმეთ ან ვერ გავიგე... ჩემი ბრალია თუ ტექსტის, თქვენ გადაწყვიტეთ.
5. დავით კვიტატიანი. ქალის პირით არაა ნათქვამი მეორედ გეუბნებით :)) თუ მესამედ მკითხავთ მესამედაც იგივეს გეტყვით. თემური57. ნამდვილად :) მხოლოდ ლამაზ მთებზე წერა რას გვაგრგებს,მაგის სილამაზე ისედაც უდაოა. დავით კვიტატიანი. ქალის პირით არაა ნათქვამი მეორედ გეუბნებით :)) თუ მესამედ მკითხავთ მესამედაც იგივეს გეტყვით. თემური57. ნამდვილად :) მხოლოდ ლამაზ მთებზე წერა რას გვაგრგებს,მაგის სილამაზე ისედაც უდაოა.
4. მიუხედავად ამდენი ხუშტურისა (შეიძლება საზიზღრობებისა), მაინც კარგი ერი ვართ, რაშიც ავტორიც დამეთანხმება. ალბათ ცუდზეც უნდა ვწეროთ. თუმცა ჩემი გონება ამ აზრს არ ემხრობა. ისე, ნადვილად დამაფიქრეთ. მიუხედავად ამდენი ხუშტურისა (შეიძლება საზიზღრობებისა), მაინც კარგი ერი ვართ, რაშიც ავტორიც დამეთანხმება. ალბათ ცუდზეც უნდა ვწეროთ. თუმცა ჩემი გონება ამ აზრს არ ემხრობა. ისე, ნადვილად დამაფიქრეთ.
3. მე კიდევ გამიკვირდა ასე (არ ვიცი როგორ ვთქვა) თუ გაგანაწყენებდით ან გულთან მიიტანდით :)) ძალიან კარგად ვხვდები, რომ ზოგადი საუბარია და არა კონკრეტულ ლამარაზე.
"მე შენი მოქალაქე ვარ და მეამაყება, რომ მხოლოდ საქართველოში ვიცლით 20 დღე გადაბმულად საქეიფოდ, 31 დეკემბრიდან ოც იანვრამდე. დიახ! მე ვიცი კაცი სუფრაზე იცნობა და მაშინ ფასობს თუ მისი დალეული ყანწების რაოდენობა აღემატება ათს (ავღნიშნავ რომ საპირფარეშოში გასვლა არაა გათვალისწინებული)" - ამ სიტყვებს ლუარსაბი რომ ამბობდეს, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ქალის პირით ნათქვამი, "მეამაყება 20 დღიანი ქეიფი..." ცოტა მეუცნაურა. მე კიდევ გამიკვირდა ასე (არ ვიცი როგორ ვთქვა) თუ გაგანაწყენებდით ან გულთან მიიტანდით :)) ძალიან კარგად ვხვდები, რომ ზოგადი საუბარია და არა კონკრეტულ ლამარაზე.
"მე შენი მოქალაქე ვარ და მეამაყება, რომ მხოლოდ საქართველოში ვიცლით 20 დღე გადაბმულად საქეიფოდ, 31 დეკემბრიდან ოც იანვრამდე. დიახ! მე ვიცი კაცი სუფრაზე იცნობა და მაშინ ფასობს თუ მისი დალეული ყანწების რაოდენობა აღემატება ათს (ავღნიშნავ რომ საპირფარეშოში გასვლა არაა გათვალისწინებული)" - ამ სიტყვებს ლუარსაბი რომ ამბობდეს, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ქალის პირით ნათქვამი, "მეამაყება 20 დღიანი ქეიფი..." ცოტა მეუცნაურა.
2. დავით კვიტატიანი. არასწორად გაგიგიათ აზრი...ეგ ერთი კონკრეტული პერსონაჟის სათქმელი არ ყოფილა,(ვითუმეტეს ლამარასი) და თვითვეულ ფრაზაში არა კონკრეტული ადამიანი არამედ ზოგადად ნორმად მიღებული არანორმალურობაა.ნამდვილად არ მეგონა თუ ასე კონკრეტულად გაიგებდით,და თან თქვენ :)) პ.ს მეტად უცნაურია ეგ რომ აღნიშნეთ დავით კვიტატიანი. არასწორად გაგიგიათ აზრი...ეგ ერთი კონკრეტული პერსონაჟის სათქმელი არ ყოფილა,(ვითუმეტეს ლამარასი) და თვითვეულ ფრაზაში არა კონკრეტული ადამიანი არამედ ზოგადად ნორმად მიღებული არანორმალურობაა.ნამდვილად არ მეგონა თუ ასე კონკრეტულად გაიგებდით,და თან თქვენ :)) პ.ს მეტად უცნაურია ეგ რომ აღნიშნეთ
1. ლამარას ისტორიაში ვერ დაგეთანხმებით, არცერთ ქალს არ უხარია 20 დღიანი სუფრა ოჯახში :))
ლამარას ისტორიაში ვერ დაგეთანხმებით, არცერთ ქალს არ უხარია 20 დღიანი სუფრა ოჯახში :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|