შენი თბილი თითები. მაღალი ყელი . შავი ,ალმასივით მჭრელი მზერა. ფართო შუბლი სიამაყის და ტანჯვისგან გამოწრთობილი . გული ,დაფარული და დაობებული,მრავალ უკეთურ და კეთილ საქმეთაგან მოცილებული. უძრაობისგან შეყინული მზერა. ცხვირი კონუსისებრი,სუნთქვა გაძლიერებული,მხრები თხელი,მაგრამ ათას ჭრილობისგან დამცავი ფარი. გიყურებ ,გიყურებ და ვერ გაშორებ თვალს . მეღიმება,მაგრამ ეს არც ირონიული ღიმილია,არც უბრალოდ შენი ყურადღების მისაქცევად,ეს სიხარულის ღიმილია,მზესავით თვალისმომჭრელი არ ხარ,არც მთვარესავით დამაფიქრებელი,მხოლოდ მიწას გავხარ,უგვანს და ნაყოფიერს. შენ გირჩევს ყველა. მიწაზე ნებივრობა !-აი რა არის სიცივის და სითბოს შეგრძნება,სიყვარულის და თავისუფლების, ემოციების დაფენა და გლოვა. შენ გირჩევ მე ,რადგან ხარ ღრმა და მსუბუქი,მაგრამ ძლიერი და ნაზი. შენში ზოგჯერ ქაოტურად,ზოგჯერ კი რიგი მიხედვით დაწყობილი ფერებია. გეფერები და ვერ ვტკბები ,ვერ მყოფნი,უფრო მეტად მსურს გავხდე შენი და იბატონო ჩემზე. მაგრამ მე არ ვარ მონა,უბრალოდ შენ ვერასდროს მომწყინდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მაინც ვის?:D:D:D კარრფგად ვიხალისეე,კაია... წარმატებბები :**** მაინც ვის?:D:D:D კარრფგად ვიხალისეე,კაია... წარმატებბები :****
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|