 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 13 სექტემბერი, 2013 |
მე, და არა მარტო, კიდევ ბევრს, მოკლედ ყველას !რადგან ჩვენ ბუნების შვილები ვართ, თანაც ველური,(ტელეფონი, ინტერნეტი , ავტომობილები და შაურმა არაა პროგრესი) გვინდა თუ არ გვინდა, ცხოველები გვყავს. არა, არა, ეს ის ცხოველებია შიგნით რომ ვატარებთ და არა ისინი, ეზოში და ტყეში რომ დარბიან. აბა მაშ რა ჯანდაბაა, თუ ეს არა? ხანდახან ზოგი ნაწარმოების კითხვისას ჭიხვინი გვინდება, ფეხებს ვაბაკუნებთ ცხენივით, ხან აქლემი იღვიძებს..ფურთხება გვინდება, ხან კი კრუტუნი, ან ყეფა... ეს კიდევ არაფერი! მე ხანდახან ლეოპარდივით შევხტები ხოლმე და წრეზე დავხტუნავ ოთახში, დორბლი გამდის.ვიღრინები! ასეა! ხან სირაქლემასავით თავს ვმალავ ხოლმე.....ვაი სირცხვილო!
ხოლო ერთხელ ,(მახსოვს გასული წლის პირველ სამშაბათს) ერთი --ერთი ნაწარმოების კითხვისას ჩემში არწივმა გაიღვიძა! ავტორს ვერ დავასახელებ, ასევე ჟანრს, რადგან პროზა და პოეზია რაც უფრო იზრდებიან, ტყუპებივით ემსგავსებიან ერთმანეთს, მხოლოდ სახელებით თუ გაარჩევთ უკვე, ანუ რაც დაარქვა "მშობელმა".....ჰოოოო, მოკლედ არ ვასახელებ ,ისედაც ბევრი მტერი მყავს ) ჰო და რას ვამბობდი? არწივმა გაიღვიძა მეთქი?....ანდა შესაძლოა ეს თვითმფრინავი იყო (რაც არაა თეორიულად გამორიცხული) ნაწარმოები პრაქტიკულად (გა)ფრენა იყო! ავფრინდი და რამდენიმე წრე დავარტყი ოთახს...მერე დაკეტილ ფანჯარას ცერად შევხედეეეე.... ( თქვენც ასე გაიფიქრეთ? აბა კი!...)მერე მშობლების ხმა გავიგე სამზარეულოში რომ ისხდნენ და შემეცოდნენ... ნელა დავეშვი კარადაზე და ფრთები შემოვიკეცე ...(ეს უკვე აღარ მახსოვს, ვერ დავადასტურებ)რადგან ჩამოვვარდი ... მას მერე ბევრი დრო გავიდა , მაგრამ სიტუაცია მაინც არ შეცვლილა! ანდა რა შეცვლიდა? ახლა კი გამახსენდა უცებ და ვწერ გაურკვევლი ჟანრის ნაწარმოებს, უფრო ბლოგს რომ გავს (არა და ეს ჟანრი რატომღაც დაავიწყდათ"ჭკვიანებს", იძულებული ვხდები მწარედ გავიღიმო და "იუმორისტული" მივუთითო) სადაც მოთხრობილია მხოლოდ ძალიან მოკლედ და მისტური მინიშნებებით ეს ყველაფერი, რადგან ვიცი, ბევრის კითხვა არ უყვართ ადამიანებს. უფრო სწორად კითხვა , საერთოდ, არ უყვართ რა იყო და...აღარ უყვართ. ამას რომ შევიგრძნობ ხოლმე უკვე არ ვიცი რომელი ცხოველი იღვიძებს ჩემში! რაღაცა დიდი და საშინელი! შეიძლება და მამონტია! ან დინოზავრი. ასე რომ, არ გირჩევთ ,მართლა არ გირჩევთ ეს არსება გააღვიძოთ ადამიანში. მტაცებელია და საშიში. ჰო, აბაა?....მორჩა. ზოოპარკი დავხურე. ცხოველებს სძინავთ და თავის რიგს ელიან ჩვენში რომ გაიღვიძონ........
ს.ნ. 2013.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მე ვხალისობ ხოლმე მაგრად.. ;) მე ვხალისობ ხოლმე მაგრად.. ;)
6. ნეფერტარო, ეს მხოლოდ საშინელ ვირთხებს და დრაკონჩიკებს გამოკვებავს... :)))) პირადი ნაცნობობა მალაპარაკებს! არა და, რომ იცოდეთ, რა კაი ტიპია სერჟიკა?
უუხ, შე რაიმონდო, შენა! :)))))))))))) 5 ნეფერტარო, ეს მხოლოდ საშინელ ვირთხებს და დრაკონჩიკებს გამოკვებავს... :)))) პირადი ნაცნობობა მალაპარაკებს! არა და, რომ იცოდეთ, რა კაი ტიპია სერჟიკა?
უუხ, შე რაიმონდო, შენა! :)))))))))))) 5
5. ერთხელ, ერთმა უხუცესმა ინდიელმა, ერთი ცხოვრებისეული იგავი უამბო პაწია შვილიშვილს:
- ყველა ადამიანში ორი მგელი ებრძვის ერთმანეთს. ერთი წარმოადგენს ბოროტებას, შურს ეჭვიანობას, ეგოიზმს და ტყუილს, ხოლო მეორე- სიკეთეს, სიყვარულს, იმედს, ჭეშმარიტებას, მშვიდობას და ერთგულებას.
პატარა ბავშვი შეძრწუნდა და კითხა უხუცეს ბაბუას:
- და რომელი მგელი გაიმარჯვებს?
- გაიმარჯვებს ის, რომელსაც შენ გამოკვებავ. - უპასუხა უხუცესმა.
+ + + http://urakparaki.com/?m=7&WUID=11395 გოთიკოპალას გვერდიდან, ოდნავ შესწორებული ერთხელ, ერთმა უხუცესმა ინდიელმა, ერთი ცხოვრებისეული იგავი უამბო პაწია შვილიშვილს:
- ყველა ადამიანში ორი მგელი ებრძვის ერთმანეთს. ერთი წარმოადგენს ბოროტებას, შურს ეჭვიანობას, ეგოიზმს და ტყუილს, ხოლო მეორე- სიკეთეს, სიყვარულს, იმედს, ჭეშმარიტებას, მშვიდობას და ერთგულებას.
პატარა ბავშვი შეძრწუნდა და კითხა უხუცეს ბაბუას:
- და რომელი მგელი გაიმარჯვებს?
- გაიმარჯვებს ის, რომელსაც შენ გამოკვებავ. - უპასუხა უხუცესმა.
+ + + http://urakparaki.com/?m=7&WUID=11395 გოთიკოპალას გვერდიდან, ოდნავ შესწორებული
4. კაირამეა, მარა მამონტებისთვის საშინელის დაძახება არ მომეწონა. მამონტები კაიტიპებია კაირამეა, მარა მამონტებისთვის საშინელის დაძახება არ მომეწონა. მამონტები კაიტიპებია
3. ეს სხვებზე მეტად მომეწონა..გაიხარე ეს სხვებზე მეტად მომეწონა..გაიხარე
2. ოჰ სერგეი სერგეი. როგორ მინდა რომ ჩემ გემოვნებას გადაუხვიოთ და სხვა რამე დაწეროთ,რაზეც ვტყვი არ მომეწონა,უბრალოდ გამოვხატავ აზრს ,მაგრამ ეს არ ხდება. ფიცის დადება სასაცილოა აქ,მაგრამ სულ ,სულ წავიკითხავ თქვენს ნაწერებს!!! ++ ოჰ სერგეი სერგეი. როგორ მინდა რომ ჩემ გემოვნებას გადაუხვიოთ და სხვა რამე დაწეროთ,რაზეც ვტყვი არ მომეწონა,უბრალოდ გამოვხატავ აზრს ,მაგრამ ეს არ ხდება. ფიცის დადება სასაცილოა აქ,მაგრამ სულ ,სულ წავიკითხავ თქვენს ნაწერებს!!! ++
1. "პროზა და პოეზია რაც უფრო იზრდებიან, ტყუპებივით ემსგავსებიან ერთმანეთს, მხოლოდ სახელებით თუ გაარჩევთ უკვე, ანუ რაც დაარქვა "მშობელმა"..."
"ვიცი, ბევრის კითხვა არ უყვართ ადამიანებს. უფრო სწორად კითხვა , საერთოდ, არ უყვართ რა იყო და...აღარ უყვართ. ამას რომ შევიგრძნობ ხოლმე უკვე არ ვიცი რომელი ცხოველი იღვიძებს ჩემში! რაღაცა დიდი და საშინელი! შეიძლება და მამონტია! ან დინოზავრი. ასე რომ, არ გირჩევთ ,მართლა არ გირჩევთ ეს არსება გააღვიძოთ ადამიანში."
************************ მიყვარს თქვენი ნაწერები, სულ სიცილ-სიცილში შემოგვაპარებთ ხოლმე მწარე სიმართლეს!... "პროზა და პოეზია რაც უფრო იზრდებიან, ტყუპებივით ემსგავსებიან ერთმანეთს, მხოლოდ სახელებით თუ გაარჩევთ უკვე, ანუ რაც დაარქვა "მშობელმა"..."
"ვიცი, ბევრის კითხვა არ უყვართ ადამიანებს. უფრო სწორად კითხვა , საერთოდ, არ უყვართ რა იყო და...აღარ უყვართ. ამას რომ შევიგრძნობ ხოლმე უკვე არ ვიცი რომელი ცხოველი იღვიძებს ჩემში! რაღაცა დიდი და საშინელი! შეიძლება და მამონტია! ან დინოზავრი. ასე რომ, არ გირჩევთ ,მართლა არ გირჩევთ ეს არსება გააღვიძოთ ადამიანში."
************************ მიყვარს თქვენი ნაწერები, სულ სიცილ-სიცილში შემოგვაპარებთ ხოლმე მწარე სიმართლეს!...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|