ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირანგულა
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2013


ციკლიდან "მოგონილი ისტორიები" - "Happy End"


ეს დროც მიილია, როგორც მელოდია
დავრჩი ყველასაგან არცთუ შორი–ახლო...
შენზე ფიქრები კი, ისევ შემოდიან, –
გთხოვ, შენც გამიხსენე, დრო რომ მოინახო.

გახსოვს? – გაგამუზე; გახსოვს? – გიმღეროდი...
ახლა ვინ გიმღერის? ვინ გწერს იმ სტრიქონებს?..
მუდამ ამოუცნობს ჰგავდი – იეროგლიფს:
გსურდა უსაზღვრობა, გძულდა სივიწროვე...

ალბათ ასეთია ჩემი "Happy End"-ი:
დავრჩი ყველასაგან არცთუ შორი–ახლო...
თუმცა მოგონებად მაინც მეტკბილები, –
გთხოვ, შენც გამიხსენე, დრო რომ მოინახო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები