ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისეთნაირად
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2013


  ჩამოტვირთვა

*ჰეჰ

მაგ შენს თვალებში ძარღვების სიწითლე,
თუ მოკვნესება წუხილის ყურებთან,
მომვარდნენ, ამლაგმეს, ყვირილით მიბრძანეს:
სიჩუმე! და დარჩნენ აქ, ჩემში მდგმურებად.
როდემდე?

ვერ ვხედავ, ვერ ვხვდები ვითომდა ვვერაფერს,
ტალღებმა წამიღეს შურიან მორევში,
მდგმურები გავყარე, ნერვები მოვმართე,
საწოლზე დაფენილ ზეწარზე მოვეშვი.

და წამლის ჩაიზე გადაცვლით მივეცი
ორგანიზმს სუნთქვის და სიცოცხლის შეგრძნება,
მოვეშვი, ზეწარზე ტკივილის ჩამოყრით
დავნებდი სიმშვიდეს და დროის ფერებას.

ვითომდა მივეცი სვენებას სალამი,
ფილტვებმაც უმატეს ჟანგბადის ჩასუნთქვა,
გამოვყოფ ცხუნებას- მზისას რომ წააგავას,
მოთქმას და ვაებას წვალებით დაღს ვუსვამ.

ვფიცავ, რომ ახლავე მოვხვევ და თავს ვუკრავ
ამ ჩემს ზეწარზე დაბნეულ ტკივილებს
და შენს თვალებში ძარღვებსაც დავტუქსავ,
ხელს ვაწერ ცრემლებით, რომ აღარ ვიტირებ.

გპირდები. თუმცაღა შენ რატომ, არვიცი
დაკარგე შენ ჩემში ხსოვნების სიდიდე,
ვპირდები ჩემს თავს, რომ არასდროს აგიხსნი,
მე ვფიქრობ სიცოცხლეს და ვწრუპავ სიგიჟეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები