 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 16 სექტემბერი, 2013 |
საშინელებაა, ტრანსპორტში რომ იციან ფეხის დაბიჯება. მაგრამ მე ცოტა იუმორით ვეკიდები ამ საქმეს, აქეთ მოვუბოდიშებ ხოლმე, რამდენადაა მისაღები ეს მეთოდი არ ვიცი და ..გაჩუმებას ან "კაჩაობას" მგონი სჯობია, არაა?.. ჰო და ...სამარშრუტო ტაქსში ვარ, ბოტასები მაცვია, ისეთი კი არა, ლილოში რომ იყიდება, არამც. მეორადებში ვიყიდე, გერმანულია, ძალიან მიყვარს და ზოგიერთი მამონტივით მოსიარულის დაბიჯება მაღიზიანებს. აი, ერთმაც "გადამიარა" და გავაჩერე: --მაპატიეთ მეგობარო, არ მინდოდა.... --რაა?...უკვირს. --მგონი ფეხი დაგადგით...მომიტევეთ, ღვთის გულისათვის! ამას რომ ვეუბნებოდი, ისეთი მტკნარი და კაცთმოყვარე სახე მქონდა რომ ის შეცბა. უცნაურად შემომხედა, რაღაც ჩაიბურტყუნა ,ძირსაც დაიხედა. მგონი თქვა "არა უშავს" -ო ახლა მეორე ამოვიდა, მოაბოტებს, დამადგა...გაიარა.. ხელს ვკიდებ, ტრიალდება.. --მეგობარო, მგონი ფეხი დაგადგი, აუ, მაპატიე რაა......
...მიყურებს, მერე ტრიალდება და ჯდება. დაბნეულია,ხანდახან შემომხედავს და სახე ისეთი აქვს , როგორც ჩინელ ტურისტს, მთაწმინდის პარკში....სიჩუმე. განა მეტყვის, "არა უშავს , ძმაო" ან რაღაცა ეგეთი... წადი შენი...ვფიქრობ. არ მაპატიე და აი დარდი!... ...... სამაგიეროდ მე გაპატიე და გეყოს ... რა უცნაურები ვართ ქართველები! ჭკვიანები და ამავე დროს სასტვენივით ცარიელი თავები გვაქვს.კულტურა ჯანდაბას და იუმორი სად არის?...სად დავკარგეთ?...თუ კატამ წაიღო?.... ..როცა 57-ე მგზავრმა დამადგა უკვე ფეხი ჩემს საყვარელ გერმანულ, მეორადებში ნაყიდ ბოტასზე, ავღშფოთდი, როგორც ევროპა,--- -რომ გადახვალ, გამიჩერე! მეტროსთან !---შევძახე მძღოლს ცუდად დაფარული აგრესიით ხმაში და ჩავედი . მეტრო! რა მშვენიერი ტრანსპორტია, მართალია ისე არ ყარს, მაგრამ მაინც ............. ჰო და დავჯექი მეტროში , ჩავრთე ჩემი მედია -- ფლეერი "სანსა" და თვალი მოვხუჭე.... არ ვიცი რამ შემაწუხა, ალბათ იმან რომ სადგურ "თავისუფლების მოედანსა" და "ავლაბარს " შორის რატომღაც ძალიან გაიწელა გზა, თვალები დავაჭყიტე, წამოვხტი .... ...... .................შიშისგან ვყვიროდი, მატარებელი მიჰქროდა...ვაგონში მარტო ვიყავი!...გვირაბი უცნაურად ელავდა, მგონი ეს გვირაბიც არ იყო საერთოდ!..უკვე 2 საათი გავიდა............მატარებელი კი ძალიან სწრაფად მიდიოდა, ყველა ღმერთს მოვუხმე საშველად, მაგრამ არავინ მიპასუხა....ბუდა არ ჩანდა, არც ალაჰი, არ იეღოვა!!! კრიშნაც სადღაც დამალულიყო და ტელეფონი გამოერთო...(გვირაბში მიკროფიჭური ანტენა არ მუშაობს ) მერე ისევ იესოს ვთხოვე........იესო, მიშველე! , მიშველე მეთქი! შენღა დამრჩი! შეეენ!...და ...მართლაც , მატარებელმა ბორბლების ხმაურს უკლო, ცოტა მარჯვნივ გადაუხვია და უცნაურ სადგურში შევიდა....სადგური ღამის "ნიუ-იორკი"-ვით ბრდღვიალებდა, ისმოდა ნაზი მუსიკა....მე დავწყნარდი, მეტიც, ავმაღლდი, მოვდუნდი, გავიღიმე............უცნაური სითბო და სიმშვიდე ვიგრძენი. " სადგური ომიქრონი! "გამოაცხადეს... ჩავედი....მუხლები მიკანკალებდა! მაგრამ ისიც მინტერესებდა , შემდეგ სადგურად რას გამოაცხადებენ მეთქი, არ გამიმართლა,კარებები უცებ დაიხურა, როგორც ზვიგენის ყბები და მატარებელი გაქროლდა.....მოვტრიალდი. უამრავი უცნაური არსება დამხვდა იქ, მიქნევდა ხელს ....ყვავილები...ღიმილი...ბევრი ფოტო გადამიღეს.....ელვის პრესლი მეგონა თავი!... ბლიცისგან თვალებში მანათობელ წრეებს ვხედავდი.....ფეხზე ვერ ვიდექი ემოციური შოკისგან... მერე ხელში ამიტაცეს...თან ყვიროდნენ.....მგონი "ოსანა!" (ვერ დავადასტურებ) მერე მიმიყვანეს , ალბათ სადგურის მორიგესთან?.....ის დიდხანს მიყურებდა , 6 თვალი ქონდა მგონი, ჯერ დიდხანს არკვევდა აქ როგორ მოვხვდიო,ასეთი რამე გამორიცხულიაო.... რომ ავუხსენი საიდან ვარ, გადაირია....მერე მკითხა: --როგორ ძლებ ამ საშინელ არსებებში, დედამიწელო?....კრუნჩხვები არა გაქვს?...კოშმარები?...ღებინება?...სუიციდის მცდელობა?... --ადამიანებში?...შევეკამათე მე... --მე მაინც მიყვარს ისინი, მერე რა რომ სულელები და სულმოკლეები არიან! მერე რა რომ ასე ყარს მათი ტრანსპორტი?...მერე რა რომ ფეხს გადგამენ და არ გიბოდიშებენ?... მერე რა რომ სოციალურ ქსელებში გბლოკავენ სიმართლისთვის?...მერე რა რომ ბოროტები , გაუტანლები, ეგოისტები...მერე რა რომ..... ---სიყვარული?...გაიკვირვა მან და ყველა თვალი მომაშტერა ---- თურმე 8 თვალი ქონია! ---ეს ისაა მართლაც რაც გადაგარჩენს....მართალი ხარ....და როგორ ამბობ ხოლმე?..იუმორი?... ----უცებ ბავშვივით გამიხარდა....მათ ყველაფერი იციან! რა კარგია! ესე იგი მარტო არ ვარ სამყაროში! მომინდა კიდევ რაღაცეები მომეყოლა.... და უცებ ტკივილი ვიგრძენი მარცხენა ფეხში! ისევ დამადგეს?.. ისევ!?..... ვიღაცა მანჯღრევდა და მიყვიროდა" ---ეეეე, ადექი, ვინა ხარ?...გაიღვიძე! სად ცხოვრობ? არ ჩადიხარ?
თვალი გავახილე.....პატრული და მეტროს მემანქანე მაღვიძებენ...ჩამძინებია ?..თუ ისევ სადგურ "ომიქრონზე" ვარ?.. --ადამიანი ვარ! ----ვყვირი, -----დედამიწიდან და მიყვარხართ! მერე რა რომ ცოტა სულელები ხართ....მაინც მიყვარხართ!...რაოოო?........ხელი გამიშვი!!!! ხელი გამიშვი მეთქი..........................8 თვალი გაქვს ომიქრონელო?...თუ ექვსი?...ორი თვალი ქონია....აბა ამ წუთას რამდენი გქონდა ?..თქვენი პლანეტა რომელ გალაქტიკაშია?...თქვენთან სიტყვის თავისუფლება მოსულა????? ახალი მეტროს სადგურები რომ გაგიხსნიათ, რატომ დამალეთ? ......ხელი გამიშვი!!!!
--იმ ღამეს საპატრულოში მეძინა.სიგარეტი გამითავდა და მორიგეს გამოვართვი...ძილში მეღიმებოდა , მესიზმრებოდა პლანეტა "ომიქრონი" მიკი მაუსი, კოკა-კოლა, და კიდევ რაღაც კონკურსი, მგონი "ინსომნია"?........ დილით ბოტასები გავიწმინდე,გამოვფხიზლდი, ვუთხარი სად ვმუშაობ , დარეკეს და..... თვითონვე მიმიყვანეს.......
ს.ნ.2013
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ვერ გაქაჩა, ვერც იუმორში, ვერ სოფიაში. ანალოგიები წავიდა ირაკლი ლომოურის "შემთხვევისკენ", ტიპი რო მეტროში აქლემების ქარავანს აედევნება. მასთან შედარებით სხვა მეტროს ისტორიები სუსტი (ა)ჩრდილებია. ლომოური სხვა მოთხრობები ვიპოვე http://lib.ge/lomouri-irakli/
ვერ გაქაჩა, ვერც იუმორში, ვერ სოფიაში. ანალოგიები წავიდა ირაკლი ლომოურის "შემთხვევისკენ", ტიპი რო მეტროში აქლემების ქარავანს აედევნება. მასთან შედარებით სხვა მეტროს ისტორიები სუსტი (ა)ჩრდილებია. ლომოური სხვა მოთხრობები ვიპოვე http://lib.ge/lomouri-irakli/
6. მაგარი იყო. :)) ისე დიდ ბრიტანეთშია ეგ წესი, თუ ვინმე ფეხს დაგადგამს, ბოდიში უნდა მოუხადო. ;) მაგარი იყო. :)) ისე დიდ ბრიტანეთშია ეგ წესი, თუ ვინმე ფეხს დაგადგამს, ბოდიში უნდა მოუხადო. ;)
5. კარგი იყო )))))))))) კარგი იყო ))))))))))
4. კარგი იყო :)))) ++ კარგი იყო :)))) ++
2. ...სამარშრუტო ტაქსში ვარ, ბოტასები მაცვია, ისეთი კი არა, ლილოში რომ იყიდება, არამც. მეორადებში ვიყიდე, გერმანულია, ძალიან მიყვარს და ზოგიერთი მამონტივით მოსიარულის დაბიჯება მაღიზიანებს.
როგორც ყოველთვის-იუმორი მაღალი დოზით. . . ++
...სამარშრუტო ტაქსში ვარ, ბოტასები მაცვია, ისეთი კი არა, ლილოში რომ იყიდება, არამც. მეორადებში ვიყიდე, გერმანულია, ძალიან მიყვარს და ზოგიერთი მამონტივით მოსიარულის დაბიჯება მაღიზიანებს.
როგორც ყოველთვის-იუმორი მაღალი დოზით. . . ++
1. საინტერესო მოგზაურობა გამოგივიდათ:DD მეც თქვენთან ერთად ვიმოგზაურე:)))) იცით, რამ დამაინტერესა? 8 თვალიან ომიქრონელს სათვალე სად ეკეთა??? რვავეზე? საინტერესო მოგზაურობა გამოგივიდათ:DD მეც თქვენთან ერთად ვიმოგზაურე:)))) იცით, რამ დამაინტერესა? 8 თვალიან ომიქრონელს სათვალე სად ეკეთა??? რვავეზე?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|