ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუციკო
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2013


ცხოვრების მიზანი.

ისე დავიბადე და ისე ვიზრდები
რომ მიზანი არასდროს მქონია
ყოველ კითხვაზე: „ასე ბერდები?“
უაზროდ ვცხოვრობ ასე მგონია.
მერე ვიწყებ ამ ხალხთა მოკლევას
მათი მიზნების, ცხოვრების წესის
ზოგი რომ ფიქრობს წმინდა მოგებას
ან ფანატიზმში გადადის რწმენის
ზოგი წარმოსთქვამს კრებაზე სიტყვას
არ ეშინია მოტეხვა ენის
ზოგი იცავს სამშობლო მიწას
ზოგი სანაცვლოდ ჯილდოსაც ელის.
ზოგს სურს ჰქონდეს დიადი სახელი
მთელი ცხოვრება ამისთვის იბრძვის
ზოგი ცდილობს დატოვოს სათქმელი
სხვადასხვა გზებით, ამისთვის იღწვის.
მაინც რა არის ცხოვრების არსი?
ის ძირითადი  აზრი  რა არის ?
რატომ მოგვეცა სიცოცხლის შანსი?
ამაზე პასუხს ვერავინ მაწვდის.
ყველა მიზანი რაც კი მსმენია
რასაც ხალხი ყოფაში ეძებს
არის ფუჭი, დროებითია
ამაოდ ისვრიან ტალახში ხელებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები