 | ავტორი: გარი ჟანრი: პოეზია 13 ნოემბერი, 2008 |
მარგარეტ, ნუ უსმენ ამ ხმებს, ეს მელოდია ღმერთებს ეკუთვნით და სისხლი: რომელიც უკვე წლებია ვეღარ გრძნობს შენს ძარღვებს. მოეშვი. ვხედავ ამ კედლებმაც გაიდგეს ფესვები შენს ტანში, ალბათ ხვდები, რომ აღარც ეს ოთახია შენი და ჟურნალები, ბახის ნოტებით გადატვირთული, რა უცნაურად იკარგებიან ზურგს უკან დაშვებულ სიშავეში. მარგარეტ, გთხოვ, ნუ უსმენ! თორემ ხომ ხედავ: სიკვდილიც დაიღალა შენით და როგორ გამსხვრევს ძვლებში გადაუღებელი წვიმები. დაივიწყე ის რაც არასდროს ყოფილა შენს ცხოვრებაში, თუნდაც გიწევდეს ყოველ ღამით თვალების დათხრა. დაივიწყე ყველაფერი, ოღონდ იარე, იმოძრავე საკუთარი სხეულის გარშემო. უმისამართო გზებით იარე მუხლებამდე შეჭმულმა და შენი ხელები, თვალებდახუჭულმა მიეცი დღეებს, იქნებ სიბრმავემ შეგიმსუბუქოს ტკივილი. შეიძლება ეს ერთადერთი გზაა, რომელიც მოგხსნის ამ ცოდვებს და ქუჩებზე თმებით დაკიდულს, სახლებიდან გამოსული ხმაური, გარდაცვლილი ბავშვების ლოცვა რომ გგონია. მარგარეტ ნუ უსმენ! მერე რა, თუ დღითიდღე კარგავ საკუთარ თავს ვიღაცის უცნაურ ბოდვებში. მერე რა, თუ შენ დაგივიწყეს ღმერთებმა და არც შენი სიტყვები ესმის ვინმეს. ნუ ამოიღებ ხმას, ნურაფერს იტყვი, არ მოუსმინო ამ ხმებს და სანამ ბოლომდე დაგღრღნის შენივე არსებობა, მე მზად ვარ, შენი შეშლილობის ნიადაგზე გამოგონილი მოჩვენება, გამუდმებით ვიწვე შენს გვერდით, პროდჰერტის გადატეხილ მოსახვევთან და ცხოვრებით დაღლილს გამოგიცვალო სიზმრები, ყოველი ამოსუნთქვის შემდეგ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. eee მოლიერი რატომ აწერია ამას ზოდიაკის ლექსიაა!!! |(|( eee მოლიერი რატომ აწერია ამას ზოდიაკის ლექსიაა!!! |(|(
15. :) ოჰ როგორ თვალში მედები :) :-* :) ოჰ როგორ თვალში მედები :) :-*
14. ჰოდა ყველგან მეთოთხმეტე ვარ..... ჰოდა ყველგან მეთოთხმეტე ვარ.....
13. მეჩვენება თუ სიგარეტი საიტზე აღარაა? :| ამის წაკითხვაზე, კონვულსიები რომ მეწყება, ყველამ კარგად იცის უკვე. მეჩვენება თუ სიგარეტი საიტზე აღარაა? :| ამის წაკითხვაზე, კონვულსიები რომ მეწყება, ყველამ კარგად იცის უკვე.
12. რა ძალიან შორს ხართ, გული მწყდება ! : ( რა ძალიან შორს ხართ, გული მწყდება ! : (
11. ჰო ლევანის ლექსია ... და აჩი მოგეწონა თუ არა მაგრად არ მაინტერესებს ;;) ჰო ლევანის ლექსია ... და აჩი მოგეწონა თუ არა მაგრად არ მაინტერესებს ;;)
9. ლევანისაა ეს?
და ცხოვრებით დაღლილს გამოგიცვალო სიზმრები, ყოველი ამოსუნთქვის შემდეგ!
ლევანისაა ეს?
და ცხოვრებით დაღლილს გამოგიცვალო სიზმრები, ყოველი ამოსუნთქვის შემდეგ!
8. რას ქვია ნუ უსმენ მაააარგაააარეეეეეტ! მარგარიიიიტაააააა! რას ქვია ნუ უსმენ მაააარგაააარეეეეეტ! მარგარიიიიტაააააა!
7. ეს ლექსი არაააააააააა ეს ლექსი არაააააააააა
6. მიყვარს ასე გაშიშვლებული ნერვები, წაშლილი საზღვრები... მიყვარს ასე გაშიშვლებული ნერვები, წაშლილი საზღვრები...
5. ეჰ MARGUERITE ! (მოლიერი)-ისთვის შემოვედი და ვერ ვნახე
ეჰ MARGUERITE ! (მოლიერი)-ისთვის შემოვედი და ვერ ვნახე
3. და სანამ ბოლომდე დაგღრღნის შენივე არსებობა, მე მზად ვარ, შენი შეშლილობის ნიადაგზე გამოგონილი მოჩვენება, გამუდმებით ვიწვე შენს გვერდით, პროდჰერტის გადატეხილ მოსახვევთან და ცხოვრებით დაღლილს გამოგიცვალო სიზმრები, ყოველი ამოსუნთქვის შემდეგ!
მთავარია სიზმრები იყოს მშვიდი :) და სანამ ბოლომდე დაგღრღნის შენივე არსებობა, მე მზად ვარ, შენი შეშლილობის ნიადაგზე გამოგონილი მოჩვენება, გამუდმებით ვიწვე შენს გვერდით, პროდჰერტის გადატეხილ მოსახვევთან და ცხოვრებით დაღლილს გამოგიცვალო სიზმრები, ყოველი ამოსუნთქვის შემდეგ!
მთავარია სიზმრები იყოს მშვიდი :)
2. არ დაწერდი და შენი აჯობებდა ... არ დაწერდი და შენი აჯობებდა ...
1. მე ჩავთვლი, რომ ეს მე მეძღვნება
მარგარეტ<<<აი ამიტომ
და ვწერ 5ს
მე ჩავთვლი, რომ ეს მე მეძღვნება
მარგარეტ<<<აი ამიტომ
და ვწერ 5ს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|