ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2013


ძილისპირული

დგას ვეება თბილისი. (მთვარე უფრო ვეება)
რანაირი ღამეა, უშენო და ბნელეთი.
ჩემი მთელი არსება შენს არსებას შეება.
ჩემი ამიერეთი,
ჩემი იმიერეთი -
მხოლოდ შენზე ფიქრია.

ხელის გულზე მეტევა,
მთელი შენი ბავშვობა.
ეს ცოტაზე ცოტაც კი, ბევრზე ბევრად ბევრია.
იცი?! ამ ცხოვრებაში უშენობამ მაჯობა,
თორემ ჩემში ალკოჰოლს
წვეთიც კი არ ერია.

ჰორიზონტი რა არის,
ჰორიზონტი ცოტაა.
ჩემი საქართველოა, ჩემთვის, მთელი ხილული.
ისე მივეჩვიე და არ მადარდებს ოდნავაც,
სასმელით დაბინდული ღამის - ძილისპირული.

მე ვიცი, რომ ერთხელაც დილა არ გათენდება.
მე ვიცი, რომ ეს ღამეც ცხოვრებაში წვეთია.
ჰოდა ხანმოკლეობა, იცი როგორ მბეზრდება?!
და უშენოდ ცხოვრებაც უკვე მეტისმეტია.
სადღაც მქონდა ტერენტი,
სადღაც მქონდა პაოლო
და ძილის წინ, ამაზე უფრო რა გამახელებს.
სადღაც მეგულებოდა ერთი ჭიქა მარტინიც.
აქ მყავდე დავკოცნიდი მაგ ტუჩებს და მაგ ხელებს
ხანდახან დაძინებაც კი არ არის მარტივი.
ჰოდა წარმოიდგინე რა ძნელია ცხოვრება.
მით უმეტეს უშენოდ,
მით უმეტეს უშენოდ!
როგორ არ მეორდება,
როგორ არ მეორდება
დროთა ძველი მსვლელობა.

დასასრული რთულია.
დასასრული არ მიყვარს.
ჰოდა ნუ დამთავრდები! მოდი, მეწუთისოფლე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები